ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადმა არაბული ლიგის წინადადება უარყო


ასადმა არაბული ლიგის წინადადება უარყო
ასადმა არაბული ლიგის წინადადება უარყო

სირიაში შეტაკებები გრძელდება. ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა ხუთი ადამიანი მოკლეს და სამოცამდე დაჭრეს ქალაქ სარამინში, სადაც უშიშროებამ დემონსტრანტების დაპატიმრების და ამბოხების ჩახშობის ოპერაცია ჩაატარა. ასევე ერთი ადამიანი მოკლეს დამასკოს გარეუბან ქარაში განხორციელებული რედიის დროს.

სირიელი უფლებადამცველების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა ალყაში მოაქციეს ცენტრალური ქალაქი რასტანი, სადაც ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ დემონსტრაცია მიმდინარეობს. აქტივისტების ცნობით, უშიშროების ძალებმა დღეს მოსახლეობას ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რასტანი 20 კილომეტრით არის დაშორებული ქალაქ ჰომსიდან. ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც სირიის მთავრობამ უარყო არაბული ქვეყნების ლიგის წინადადება, რომელიც სირიაში ძალადობის დასრულებას ითხოვდა. არაბული ქვეყნების ლიგამ, რომელშიც სირიის ჩათვლით 22 სახელმწიფოა გაერთიანებული, დამასკოს მოუწოდა დაასრულოს ქვეყანაში დაწყებული სისხლისღვრა „ვიდრე გვიანი არ არის.“ გაეროს მონაცემებით, მარტის შემდეგ, რაც სირიაში გამოსვლები დაიწყო, დაღუპულთა რიცხვმა 2200 ადამიანს გადააჭარბა.

XS
SM
MD
LG