ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ამბოხი გრძელდება


სირიაში ამბოხი გრძელდება

ქალაქ რასტანის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები პრეზიდენტი ასადის სადამსჯელო ღონისძიებებს აპროტესტებენ. „თავისუფლება“... „ღმერთი მაღალია“ - ისმის მათ მოწოდებებში. ქალაქი ამჟამად სირიის უშიშროებას ალყაში ჰყავს მოქცეული.

უფლებადამცველთა განცხადებით სირიის რამდენიმე ქალაქში უშიშროების ძალებმა მშვიდობიან დემონსტრანტებს რამადანის დასასრულის პირველივე დღეს ცეცხლი გაუხსნეს. 6 ადამიანია დაღუპული სირიის სამხრეთში და ერთი - ცენტრალურ ქალაქ -ჰომსში.

განსაკუთრებული სისასტიკით სადამსჯელო ღონისძიებები სარამინში, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე პროვინციაში გამოირჩეოდა. ადამიანის უფლებადამცველთა მტკიცებით იქ 60 ადამიანია დაჭრილი და 5 მოკლული. მსხვერპლია დამასკოს გარეუბანშიც.

საერთაშორისო საზოგადოება პრეზიდენტი ასადის ქმედებას გმობს. დღეს კეტრინ ეშტონმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, დიდი შეშფოთება გამოთქვა სირიის მთავრობის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი პოლიტიკის გაგრძელების გამო. დილით გამოშვებულ პრესრელიზში კარიკატურისტი ალი ფერზატიც არის ნახსენები, რომელიც ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი სასტიკად ნაცემი ქუჩაში დაგდებული იპოვეს.

XS
SM
MD
LG