ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი მღელვარებამ მოიცვა


ბრიტანეთი მღელვარებამ მოიცვა
ბრიტანეთი მღელვარებამ მოიცვა

ბრიტანეთი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ჩრდილოეთ ლონდონის გარეუბანი ორი ღამის განმვალობაში მღელვარების ქვეშაა.

ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა - ნიკ ქლეგმა განაცხადა:

“ზედმეტია იმის თქმა, რომ ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ოპორტუნისტული ძარცვა და ძალადობაა, რაც ყოვლად მიუღებელია.”

გასულ ხუთშაბათს 29 წლის ახალგაზრდა პოლიციის სროლის შედეგად გარდაიცვალა. ინციდენტიდან, ორი დღის შემდეგ, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად მშვიდობიანი დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც მოულოდნელად აგრესიულ ამბოხში გადაიზარდა. ამის შედეგად ტრანსპორტსა და შენობებს ცეცხლი ეკიდა, ხოლო მაღაზიები მაროდიორების ალყაში მოექცა. პოლიციელების უმრავლესობა საგრძნობლად დაშავდა. აჯანყებულთა ნაწილი დაიჭირეს, თუმცა, ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. ძალადობრივმა გამოსვლებმა ლონდონის სამხრეთ ნაწილშიც გადაინაცვლა.

ლონდონის ეკონომიკური სკოლის პროფესეორის, როდნი ბარკერის შეფასებით, ვითარება არც ისე რთული ასახსნელია.

“როცა საზოგადოებრივი არეულობა თავს იჩენს ამა თუ იმ ადგილას, იქნება ეს ირანი, თუ სირია, შეერთებული შტატები თუ დიდი ბრიტანეთი, მთავრობა არეულობის ორგანიზატორებად აგიტატორთა მცირე ჯგუფს, კრიმინალურ ელემენტებსა და ტერორისტებს მოიაზრებს. მაგრამ ეს ასე არაა. სამოქალაქო არეულობის გამომწვევი ნებისმიერი ბრბო სხვადასხვა ადამიანების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც გარკვეული მოტივაციით მოქმედებენ,” - ამბობს პროფესორი ბარკერი და იქვე დასძენს რომ გასულ კვირას მომხდარი მკვლელობა მხოლოდ ფანდია. მისი ფართო კონტექსტი კი სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ბრიტანეთის ახლანდელი კონსერვატიული მთავრობის მიერ დანახარჯების შემცირების ფაქტმა, აღნიშნულ ძალადობრივ სიტუაციას, ხელი შეუწყო.

არეულობა, ბრიტანეთის რთულმა ეკონომიკურმა პირობებმა განაპირობეს, რომლის დროსაც მთავრობა ხარჯვითი ნაწილის დიდ, საჯარო შეკვეცასა და გადასახადების გაზრდას ახდენს.

ჟურნალ “ეკონომისტის” ჟურნალისტის - ნეილ პროტეროს თქმით:

“არსებულ ვითარებაში მიმდინარე პროგრამების შემცირება ერთობ მტკივნეული პროცესია. ეს ყველაფერი სათავეს 1940 წლიდან იღებს, როცა ფაქტობრივი შემცირება საზოგადოებრივ ხარჯვით ნაწილზე მოხდა. ყოველივე ეს ბრიტანეთში დიდი ხანი არ მომხდარა.”

ნეილ პროტერო იმასაც ამბობს, რომ ძალადობა და არეულობა მხოლოდ დასაწყისია; მას უფრო დიდი ზეგავლენა ექნება ხარჯების მოახლოებული შემცირების პროცესში.

ბოლო მონაცემების თანახმად, დაახლოებით 200-მდე ადამიანი იქნა დაპატიმრებული ჩრდილოეთ ლონდონში მომხდარი არეულობის დროს.


XS
SM
MD
LG