ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნოთინგ-ჰილის კარიბული ფესტივალი


ნოთინგ-ჰილის კარიბული ფესტივალი

კვირას, ლონდონში ნოთინგ ჰილის უბანში კარიბული ფესტივალი დაიწყო. გუშინ ფესტივალის პირველი დღე იყო. კარიბული კარნავალი ყოველწლიურად იმართება და მას დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ესწრება ხოლმე. ფესტივალი ორ დღეს გრძელდება. წლევანდელი ფესტივალი იმით გამოირჩევა რომ პოლიციელთა რეკორდული რაოდენობაა ქუჩებში გამოსული, რათა არეულობის ნებისმიერი მცდელობა დასაწყისშივე იყოს აღკვეთილი. როგორც ცნობილია, სულ რაღაც სამი კვირის წინ დიდ ბრიტანეთში წელს ყველაზე მასშტაბური არეულობა იყო. ამჟამად ნოთინგჰილის მოსახლეობა და მაღაზიების მეპატრონეები თავის დაზღვევის მიზნით სახლებში დარჩნენ. ხელისუფლება ერთი პერიოდი ფესტივალის გაუქმების იდეასაც განიხილავდა. თუმცა, გადაწყდა, რომ კარნავალი შესაძლოა საზოგადოების გაერთიანების საშუალებად იქცეს.

XS
SM
MD
LG