ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლატაკია -სირიული ამბოხის ეპიცენტრი


ლატაკია -სირიული ამბოხის ეპიცენტრი

სირიაში დემონსტრანტებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები გრძელდება. ამჯერად მთავარი ეპიცენტრი ქალაქი ლატაკიაა. სადაც სირიის უსაფრთხოების ძალებმა, დღეს კიდევე ერთი მოქალაქე მოკლეს. უკვე მესამე დღეა, რაც სირიის სამთავრობო სამხედრო ნაწილების ლატაკიაში დაწყებული მღელვარების ჩახშობას ცდილობენ. არმია ქალაქს ტანკებიდან უხსნის ცეცხლს. იბომბება ქალაქის რამდენიმე უბანი. თვითმხილველთა განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქის დატოვებას ცდილობს. აქტივისტების განცხადებით, შაბათს და კვირას ლატაკიაზე შეტევების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, როდესაც სამხედროებმა მოსახლეობას ცეცხლი ზღვიდანაც გაუხსნეს.

XS
SM
MD
LG