ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს


სირიაში მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს
სირიაში მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

დღეს, სირიის სამთავრობო ძალებმა, აქტივისტების პროტესტის ჩახშობის მიზნით, ჰომსის ცენტრალურ პროვინციაში მშვიდობიან მოსახლეობას გაუხსნეს ცეცხლი.

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო-"ფრანს პრესის" ინფორმაციით დაიღუპა ორი ადამიანი.

ხვალ, არაბული ლიგის უმაღლესი დიპლომატი დამასკოში გეგმავს ჩასვლას. ბატონმა ნაბილ ელარაბიმ კვირას განაცხადა, რომ ვიზიტისას არაბული ქვეყნების უკმაყოფილებას გაახმოვანებს სირიაში არსებული ვითარების გამო. მან აქვე დასძინა, რომ სირიის ლიდერების მოსაზრებებსაც მოისმენდა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში სირიის მთავრობამ უარყო არაბული ლიგის მოწოდება სისხლისღვრის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.

გუშინ კი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ სირიამ მას ნებართვა მისცა მოინახულოს წინასწარი დაკავების საკნები, სადაც მარტის შემდეგ დაკავებული პრო-დემოკრატიის აქტივისტები არიან დაკავებული.

XS
SM
MD
LG