ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ჰომსში სამთავრობო ტანკები შევიდნენ


ქალაქ ჰომსში სამთავრობო ტანკები შევიდნენ

უფლებადამცველთა და რიგით მოქალაქეთა განცხადებით, სირიის ცენტრალურ ქალაქ ჰომსში სამთავრობო ტანკები და შეიარაღებული ძალები შევიდნენ. მათ პრეზიდენტ ასადის ოპოზიციის მთავარი ბირთვის წინააღმდეგ ხელახალი სადამსჯელო ღონისძიებები და დაპატიმრებები განახორციელეს.

მათი თქმით ქალაქის გარეუბნებიდან ავტობუსებით ასობით უშიშროების თანამშრომელი შემოიყვანეს, რომლებიც მეამბოხეებს დასდევდნენ. ჰომსში დღეს დილიდან სროლის ხმა ისმის.

გუშინ პრეზიდენტ ასადის მომხრეთა მიერ მორიგი სადამსჯელო ოპერაციის ჩატარების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა სირიის წინააღმდეგ სანქციები უფრო გაამკაცრა. ახალი სანქციები სირიის კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირის ანგარიშების გაყინვას და მათთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტას ითვალისწინებს. მათ შორის არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი -ვალიდ მუალემი, პრეზიდენტის მრჩეველი -ბოუტანა შააბანი და ლიბანში სირიის ელჩი -ალი აბდულ კარიმ ალი.

სირიის მთავრობა ქვეყანაში ძალადობრივი ფაქტების მზარდ რაოდენობას შეიარაღებულ დაჯგუფებებს და ტერორისტებს აბრალებს.

XS
SM
MD
LG