ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ და ნატო ცდილობენ დაარწმუნონ კრემლი, რომ თავდაცვის სარაკეტო სისტემა, ირანის და ჩრდილოეთ კორეის თავდასხმის შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტი იქნება.

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი 2017-2018 წლისთვის მზად იქნება იმისთვის, რათა აშშ-ს მიერ ევროპაში თავდაცვის სარაკეტო სისტემის განთავსებას სათანადოდ უპასუხოს.

თუმცა მედვედევი იქვე დასძენს, რომ მოსკოვი ამ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორებთან სამომავლო დიკუსიებისთვისაც მზადაა.

ევროპაში რაკეტსაწინაღო თავდაცვის სისტემის განლაგებას რუსეთი დიდი ხანია ეწინააღმდეგება. მოსკოვის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ევროპის უსაფრთხოებას შეუშლის ხელს. აშშ და ნატო კი ცდილობენ დაარწმუნონ კრემლი, რომ თავდაცვის სარაკეტო სისტემა, ირანის და ჩრდილოეთ კორეის თავდასხმის შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტი იქნება.

მედევედვის განცხადებით, რუსეთს უახლოეს მომავალში იმ სიმძლავრის იარაღი ექნება, რომლის გამოცდასაც მსოფლიოს არცერთ ქვეყენას არ ურჩევდა.

ევროპის თავდაცვის სარაკეტო სისტემის შესახებ ნატო მაისში ჩიკაგოში გამართულ სამიტზე იმსჯელებს.

XS
SM
MD
LG