ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის თავდაცვის ახალი ბიუჯეტი


პუტინის თავდაცვის ახალი ბიუჯეტი

გასულ წელს, სწორედ სამხედრო სფეროს დაფინანსება გახდა რუსეთის ფინანსთა მინისტრის ალექსეი კუდრინის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი.

ამერიკის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმეკვირიანი განცხადებების შემდეგ, ვლადიმირ პუტინი თავდაცვის ახალ ბიუჯეტს აქვეყნებს.

რუსეთს ამბიციური გეგმები აქვს თავდაცვის სფეროში: ის აპირებს შეისყიდოს 28 ახალი წყალქვეშა ხომალდი, 50 სამხედრო ხომალდი, 100 სამხედრო სატელიტი, 400 ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტა, 600 შვეულმფრენი, 600 სამხედრო თვითმფრინავი და 2 300 ტანკი.

ვაშინგტონის რაკეტსაწინაღო ფარის შესახებ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით ირანისგან შესაძლო სარაკეტო დარტყმის პრევენციისთვის ყალიბდება, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის საპასუხო რეაქცია „ეფექტური და ასიმეტრიული“ იქნება.

რუს სამხედრო მეთაურებთან შეხვედრისას, რუსეთის პრემიერ მინისტრმა ქებით მოიხსენია საბჭოთა „ბირთვული ჯაშუშები“, რომლებმაც ცივი ომის დასაწყისში ამერიკული ბირთვული ბომბის გეგმა მოიპარეს.

ამ ფონზე, ეკონომისტები გაფრთხილებას აკეთებენ, რომ ზღვარგადასული ინვესტიციები სამხედრო სფეროში რუსეთისთვის სარისკოა, როცა იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი ხანდაზმული ასაკის არის. სპეციალისტების განცხადებით, თუ მოსკოვმა ტანკებსა და პენსიებს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს, კრემლი იძულებული იქნება სოციალური ხარჯების დაფარვა აირჩიოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, სწორედ სამხედრო სფეროს დაფინანსება გახდა რუსეთის ფინანსთა მინისტრის ალექსეი კუდრინის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი. მან, თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილ სახსრებს „ყოვლად შეუძლებელი“ მასშტაბის ხარჯები უწოდა.

XS
SM
MD
LG