ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას და მედვედევის შეხვედრა


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები მომავალში შედგება.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ამჟამინდელი შიდა პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ამერიკის მთავრობა არ აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, სარაკეტო დაცვის სისტემისა და იარაღზე კონტროლის თემასთან დაკავშირებით.

ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა სამხრეთ კორეაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე გააკეთა. ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები საპრეზიდენტო კამპანიის ზენიტშია, რუსეთს კი ახლადარჩეული პრეზიდენტი ჰყავს.

პრეზიდენტმა ობამამ ასევე დასძინა, რომ აშშ და რუსეთი გააგრძელებენ თანამშრომლობას ბირთვული იარაღის შემცირების საკითხში და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში შედგება.

XS
SM
MD
LG