ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროტესტი რუსეთში


წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი მმართველმა პარტია ერთიანმა რუსეთმა 450 წევრიან პარლამენტში 238 მანდატი მოიპოვა.

დღეს მოსკოვის ცენტრში ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა, რომლის მონაწილეებიც პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის მესამე ვადით დაბრუნებას აპროტესტებდნენ.

მათი განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. დემონსტრანტებმა ხელისუფლებიდან ვლადიმირ პუტინის წასვლა მოითხოვეს. როგორც ცნობილია, პუტინმა გასულ კვირას გამართულ არჩევნებში ხმების 64 პროცენტი მოიპოვა და მესამე ვადით გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. მას ეს თანამდებობა 2000-2008 წლებში ეკავა, რის შემდეგაც პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი გახდა, ხოლო თავად პუტინმა პრემიერის პოსტი დაიკავა.

წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი მმართველმა პარტიამ „ედინაია რასიამ“ 450 წევრიან პარლამენტში 238 მანდატი მოიპოვა.

XS
SM
MD
LG