ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი საპროტესტო აქცია მოსკოვში


რუსეთში ტელევიზიის შენობასთან ათეულობით ოპოზიციონერი დააპატიმრეს

რუსეთის პოლიციამ მოსკოვში კიდევ ერთი არასანქციონირებული მიტინგი დაშალა.

500-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა კვირას "ენ-ტე-ვეს" შენობასთან მას შემდეგ, რაც ტელევიზიამ არჩევნების შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი გაუშვა. ფილმში ნაჩვენები იყო, თუ როგორ ხდებოდა ხალხის შეკრება ახლადარჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო მიტინგებზე დასასწრებად.

პროგრამა "პროტესტის ანატომია" ამტკიცებს, რომ ზოგიერთ ადამიანს, რომელიც პუტინის საწინააღმდეგო მიტინგზე მივიდა, ფულადი საზღაური მისცეს. ამასთან ფილმში არაპირდაპირ იყო მითითებული, რომ ანტი-პუტინისტური მოძრაობა დასავლეთიდან იყო დაფინანსებული.

"სირცხვილი ენ-ტე-ვეს"! "რუსეთი პუტინის გარეშე"! - სკანდირებდნენ მომიტინგეები. რუსული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგეი უდალცოვმა ფილმის ავტორი ჟურნალისტები "მოღალატეებად" გამოაცხადა.

"ენ-ტე-ვე" დაარსების პირველ წლებში პოპულარული დამოუკიდებელი ტელევიზია იყო. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, 2000 წლიდან ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იმყოფება.

XS
SM
MD
LG