ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ჩრდილოეთ კორეას სურსათით დაეხმარება


ამერიკას და ჩრდილოეთ კორეას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად კომუნისტურ ქვეყანას ჰუმანიტარული დახმარების სახით 240 ათასი ტონა საკვები პროდუქტი მიეწოდება.

პეკინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციაზე ეს განცხადება შეერთებული შტატების უმაღლესმა დესპანმა ადამიანის უფლებათა დარგში, რობერტ კინგმა გააკეთა. ჰუმანიტარული დახმარება 3-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდება.

გასულ კვირას ვაშინგტონმა ოფიციალური ფხენიანი სურსათის მიწოდების სანაცვლოდ ბირთვული და სარაკეტო დანადგარების გამოცდათა გაყინვაზე და ქვეყანაში გაეროს ინსპექტორების დაშვებაზე დაითანხმა. ჩრდილოეთ კორეა წყალდიდობების და მოსავლის უქონლობის გამო პრაქტიკულად შიმშილის სტადიაშია. 90-იან წლებში ქვეყანაში შიმშილის მიზეზით მილიონამდე ჩრდილოეთ კორეელი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG