ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები და ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მიერ დაგეგმილი რაკეტის გაშვების თაობაზე კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდნენ.

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველის მოადგილემ - ბენ როდსმა აღნიშნა რომ ჩინეთის პრაზიდენტ ჰუ ჯინტაომ თავის შეშფოთება უკვე გამოხატა აღნიშნული საკითხის ირგვლივ და ახლა ორი ქვეყნის - ჩინეთისა და შეერთებული შტატების ლიდერები იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდენენ, რომელსაც რაკეტის გაშვების შემთხვევაში განახორციელებენ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ომაბამ ჩინეთს ასევე მოუწოდა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ უფრო მკვეთრად იმოქმედოს და მის განვითარებას წინააღმდეგობა გაუწიოს.

XS
SM
MD
LG