ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ჩინეთს ეწვია, სადაც ის ჩინეთის უმაღლესი ხელისუფლების წევრებს შეხვდება და ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების დამყარების საკითხებს განიხილავს. ბოლო 27 წლის მანძილზე ეს ჩინეთში თურეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია. ბატონ ერდოღანს პეკინში წითელი ხალიჩა დაუგეს და საპატიო ყარაულით და ჰიმნების შესრულებით შეეგებნენ. ის დღეს პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს, პრემიერ-მინისტრ ვენ ძიაბაოს და ვიცე-პრეზიდენტ შინ ძინპინს შეხვდა. პეკინში ჩასვლამდე ერდოღანი 300 ბიზნესმეთან ერთად ჩინეთის შორეული დასავლეთში უიღურებით დასახლებულ შინჯიანის რეგიონს ეწვია და იქ ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხი განიხილა. როგორც ცნობილია, უიღურები თურქებთან მონათესავე ეთნიკური ჯგუფია.

XS
SM
MD
LG