ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთ-ჩინეთის ბირთვული შეთანხმება


თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აზიის ტურნეს ფარგლებში ჩინეთს სტუმრობს, სადაც მისი მეთვალყურეობით ორ ბირთვულ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
ორ სახელმწეიფოს შორის გარიგება იმ რიგ შეთანხმებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც დახურულ კარს მიღმა ერდოღანსა და ჩინეთის პრემიერ მინისტრ ვენ ძიაბაოს შორის მიმდინარეობდა. ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო საკითხები, მათ შორის სირიის მოვლენები. უკანასკნელად თურქეთის პრემიერ მინისტრის ვიზიტი ჩინეთში 27 წლის უკან განხორციელდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG