ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანმა გაეროს ინსპექტორები მიიწვია


გაეროს ატომური იარაღის კონტროლის სამსახურმა ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული მიწვევის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. ინსპექტორები ჩრდილოეთ კორეიდან 3 წლის წინ გააძევეს. როგორც ვენაში მდებარე საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ განაცხადა, წერილი სააგენტოში ფხენიანიდან პარასკევს მიიღეს. იმავე დღეს ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ რაკეტის გაშვების გეგმის თაობაზეც გააკეთა განცხადება, რომელიც აღჭურვილი იქნება სატელიტით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის მხრივ დასძინა, რომ ის მიესალმება ჩრდილოეთ კორეაში საერთაშორისო ატომური სააგენტოს ყველანაირ ძალისხმევას ჩრდილოეთ კორეაში შესაღწევად. თუმცა პრესსპიკერმა ვიქტორია ნულანდმა იმსაც გაუსვა ხაზი, რომ რაკეტის გაშვება ფხენიანის მხრიდან ეწინააღმდეგება არამარტო გაეროს, არამედ აშშ-ის წინაშე დადებულ ვალდებულებებსაც.

XS
SM
MD
LG