ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა სეულში მედვედევს შეხვდა


ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განაცხადებით რუსეთთან იარაღის კონტროლოს საკითხებზე მოლაპარაკება კვლავ შესაძლებელია. ბატონმა ობამამ ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან სეულში გამართული ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დაწყებამდე გააკეთა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას შეუძლია გააგრძელოს ბირთვული ქობინების შემცირება.

უთანხმოება რომელიც, ამჟამად, ამერიკასა და რუსეთს შორის არსებობს სირიის საკითხმა და შეერთებული შტატების მიერ ევროპაში რაკეტსაწინაღმდეგო სისტემის დამონტაჟების გეგმამ განაპირობა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა მედვედევმა აღნიშნა რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დღეს საუკეთესო ურთიერთობა არსებობს.

XS
SM
MD
LG