ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუბარაქი გადადგა


მუბარაქი გადადგა
მუბარაქი გადადგა

სულეიმანმა დაადასტურა, რომ ძალაუფლება სამხედრო ძალებს გადაეცათ.

თანამდებობას ტოვებს ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი.

ვიცე-პრეზიდენტმა ეს განცხადება ტელევიზიით გააკეთა. პრეზიდენტი ბოლო წუთამდე უარს აცხადებდა დაეკმაყოფილებინა ათასობით დემონსტრანტის მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ. დღეს პროტესტები გრძელდებოდა ქაიროსა და ეგვიპტის სხვა ქალაქებში.

შეიარაღებული ძალები ეგვიპტის დედაქალაქში არიან განლაგებული.

აშშ პრეზიდენტმა ეგვიპტის ლიდერის გადაწყვეტილების შესახებ მისი შეხვედრისას შეიტყო თეთრ სახლში. შემდეგ, ამერიკელი ლიდერი ტელევიზიით გადაცემულ კადრებს აკვირდებოდა ქაიროში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

პრეზიდენტი ობამა დღეს მოგვიანებით გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას მომხდართან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG