ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის მოვლენებს ამერიკის პრეზიდენტი ეხმაურება


ეგვიპტის მოვლენებს ამერიკის პრეზიდენტი ეხმაურება

ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქაიროს ქუჩებში პრეზიდენტ მუბარაქის 30 წლიანი მმართველობის დასამხობად.

ეგვიპტეში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას შეშფოთება გამოიწვია. მისი თქმით: “ჩვენ ამ არეულობის მოწმენი გავხდით. ჩემი ღრმა რწმენით ძალადობა არ უნდა გახდეს ეგვიპტეში არსებული პროობლემების გადაჭრის საშუალება. მთავრობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ძალის გამოყენების დროს.“

საპროტესტო გამოსვლები ეგვიპტის სხვა რაიონებშიც დაიწყო. ხალხი გამოვიდა ალექსანდრიის და სუეცის ქუჩებშიც, სადაც დემონსტრანტებმა დაღუპული თანამებრძოლის ცხედარი გამოიტანეს საჯარო გამოსვლების დროს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა ამ პრობლემასთან დაკავშირებით:“ ეგვიპტე ჩვენი მოკავშირეა მთელ რიგ საკითხებში, განსაკუითრებით ისრაელთან მშვიდობის დამყარების საქმეში, მაგრამ მე ყოველთვის ვეუბნებოდი ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს, რომ აუცილებელია პოლიტიკური რეფორმების გატარება.“

ასოშიატედ პრესის ინფორმაციით ეგვიპტეში ჩასული, ნობელის მშვიდობის პრემის ლაურეატი მუჰამედ ელ ბარადეი ამჟამდ შინაპატიმრობაში იმყოფება. ბატონი ბარადეი, რომელიც ადრე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობდა ოპოზიციის ლიდერად მოიაზრება ეგვიპტეში.

XS
SM
MD
LG