ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები


ეგვიპტეში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები

მეხუთეა დღეა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები ეგვიპტეში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით, რომელშიც ათი ათასობით ადამიანი მონაწილეობს.

დემონსტრანტები ეროვნული დროშების ქნევით ქაიროს თაჰრირის მოედანზე შეიკრიბნენ. ქალაქი გადაჭედილია სამხედროებით, რომლებიც დემონსტრანტებს უმეგობრდებიან.

საპროტესტო გამოსვლები გრძელდება ალექსანდრიასა და სუეცშიც. ხელისუფლება კომენდანტის საათის გაგრძელების შესახებ იტყობინება, მიუხედავად იმის რომ მას არავინ ემორჩილება.

შაბათს შეერთებულიო შტატების პრეზიდენტი თავის ეგვიპტელ კოლეგას ესაუბრა ტელეფონით. ბარაქ ობამას განცხადებით: “ეგვიპტელი ხალხის წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა მუბარაქმა დემოკრატიის განვითარებასა და ეკონომიკურ რეფორმებზე ილაპარაკა. მე მას ვუთხარი რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და დაპირება უნდა შესრულდეს.“

ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებით სულ ცოტა 35 ადამიანი, მათ შორის 10 პოლიციელი დაიღუპა არეულობის შედეგად. დამოუკიდებელი წყაროები კი იტყიბინებიან რომ მსხერპლის რიცხვმა 74-ს მიაღწია.

XS
SM
MD
LG