ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური პორტრეტი


ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური პორტრეტი

უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე პრეზიდენტის ნაციონალ-დემოკრატიულმა პარტიამ ოპოზიცია სასტიკად დაამარცხა. მასიური გაყალბების სამართლიან ბრალდებებს მთავრობის მხრიდან სრული იგნორირება მოჰყვა. გაგრძელდა რეპრესიები მუსლიმთა საძმოს, ყველაზე პოპულარული ოპოზიციური მოძრაობის, წინააღმდეგ.

თაჰრირის მოედანზე სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს ჰოსნი მუბარაქმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს პოსტის დატოვებას. უკვე პარასკევს საღამოს ვიცე პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა გაახმოვანა მუბარაქის საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც დემონსტრანტები დიდი ხანია ელოდნენ.

სულეიმანმა ეგვიპტელ ხალხს მიმართა და აუწყა პრეზიდენტის გადადგომის შესახებ.

“ეგვიპტისთვის ამ ურთულეს დროში მუბარაქმა მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს პრეზიდენტის პოსტი და ქვეყნის მართვის უფლებამოსილება სამხედრო ძალების უზენაეს საბჭოს გადააბაროს“.

ჰოსნი მუბარაქის პრეზიდენტობა ეგვიპტისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში, 1981 წელს დაიწყო. როდესაც ისლამურმა ექსტრემისტებმა სამხედრო აღლუმზე მაშინდელი პრეზიდენტი - ანვარ სადათი - მოკლეს. ძალაუფლება ქვეყნის ვიცე პრეზიდენტმა, ჰოსნი მუბარაქმა გადაიბარა.

დევიდ ოთავეი, „ვაშინგტონ პოსტის“ ქაიროს ბიუროს მაშინდელი ხელმძღვანელი, მოგვითხრობს:

„მეც იქ ვიყავი, ჟურნალისტთა ჯიხურში. კარგად მახსოვს როგორ წამოდგა მუბარაქი. მომხდარით თავზარდაცემული ჩანდა“.

რვა დღეში ბატონმა მუბარაქმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ოთავეი მას იგონებს, როგორც ჯიუტ ადამიანს, რომელსაც არასოდეს აინტერესებდა უცხოურ მედიასთან კარგი ურთიერთობა. იგი ან დუმდა, ან საკმაოდ შეფარულ პასუხებს იძლეოდა. ამიტომ ბოლომდე ვერავინ იგებდა თუ რას გულისხმობდა ის. სტაბილურობის გარდა მუბარაქს სხვა მნიშვნელოვან არაფერი მოუტანია თავისი ქვეყნისთვის, ამბობს ოთავეი.

რა ხდება 30 წლის შემდეგ?

ეგვიპტე დაუბრუნდა არაბულ სამყაროს.

მუბარაქის მთავრობამ განავითარა და განამტკიცა მშვიდობა ისრაელთან. ეგვიპტე შეერთებული შტატების ახლო მოკავშირე გახდა.

თუმცა, სტაბილურობა ქვეყანას საკმაოდ ძვირი დაუჯდა. გამორჩეული ადამიანები პრეზიდენტის კრიტიკისთვის ციხეებში აღმოჩნდნენ. სერიოზული დაცვის მიუხედავად, მუბარაქზე ზედიზედ რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. მაშინ მან განაცხადა, რომ სიკვდილის არ ეშინია, რომ არავინ ცხოვრობს მუდმივად ამ ქვეყანაზე.

უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე პრეზიდენტის ნაციონალ-დემოკრატიულმა პარტიამ ოპოზიცია სასტიკად დაამარცხა. მასიური გაყალბების სამართლიან ბრალდებებს მთავრობის მხრიდან სრული იგნორირება მოჰყვა. გაგრძელდა რეპრესიები მუსლიმთა საძმოს, ყველაზე პოპულარული ოპოზიციური მოძრაობის, წინააღმდეგ.

ეკონომიკურმა რეფორმებმა, რომელიც 2004 წელს დაიწყო, საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეგვიპტის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის გაორმაგდა. წარმატების მიუხედავად, რეფორმამ არ გაამართლა, რადგან ღარიბი მოსახლეობის ცხოვრების დონე ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა. კიდევ უფრო გაღრმავდა უფსკრული ქვეყნის მდიდარ და უქონელთა კლასებს შორის. ეს ყოველივე მომავალი უწესრიგობისთვის ლოგიკურ საფუძველს ქმნიდა.

მუბარაქის უკანასკნელმა მცდელობამ, საკუთარი შვილის მემკვიდრედ მომზადებისთვის, რიგით ეგვიპტელებს შორის უკვე სერიოზული აღშფოთება გამოიწვია.

შემდეგ იყო მოვლენები ტუნისში. ეგვიპტელებიც დაფიქრდნენ მსგავსი სცენარის განვითარების შესაძლებლობაზე.

საპროტესტო აქცია ქაიროში 25 იანვარს დაიწყო და მთელ ქვეყანას მოედო. შედეგი ვერ გამოღო მუბარაქის გადაწყვეტილებამ ომარ სულეიმანისთვის ვიცე პრეზიდენტის პოსტის ჩაბარების შესახებ. თაჰრირის მოედანზე გამაგრებული ასეულ ათასობით დემონსტრანტი მუბარაქის უპირობო გადადგომას მოითხოვდა.

11 თებერვალს ეგვიპტის პრეზიდენტმა პოსტი დატოვა.

XS
SM
MD
LG