ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მოქალაქეები ეგვიპტიდან ევაკუაციას იწყებენ


ამერიკის მოქალაქეები ეგვიპტიდან ევაკუაციას იწყებენ
ამერიკის მოქალაქეები ეგვიპტიდან ევაკუაციას იწყებენ

ქაიროში ამერიკის საელჩომ ამერიკელი მოქალაქეების მიმართ განცხადება გააკეთა.

აშშ-ისა და თურქეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამერიკისა და თურქეთის მოქალაქეების ეგვიპტიდან ევაკუაციას დაიწყებენ.

ამის შესახებ განცხადება, ქაიროში ამერიკის საელჩომ და ანატოლიაში თურქეთის საინფორმაციო სააგენტომ გააკეთა.

ამერიკის მთავრობა თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ქვეყანა სასწრაფოდ დატოვონ. ამის ფონზე ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი თვალყურს ადევნებს ეგვიპტეში მიმდინარე საპროტესტო აქციებს . მან იქვე დასძინა რომ ისრაელი ძალ-ღონეს არ დაიშურებს რეგიონში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად.

ეგვიპტეში კრიზისი უკვე მეექვსე დღეა გრძელდება. ეგვიპტე ისრაელის მოკავშირე ქვეყანაა და ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ხშირად შუამავლის როლს ასრულებს.

XS
SM
MD
LG