ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევრო - ერთადერთი მაშველი ნავი თუ თავისტკივილი


ევრო - ერთადერთი მაშველი ნავი თუ თავისტკივილი

ევროპელი ლიდერების აზრით ევროზონის უცვლელად შენარჩუნება აუცილებელია

იმ დროს როდესაც ევროპული მთავრობები ფინანსური კრიზისის გადალახვას ცდილობენ, ბევრი ევროპელს უჩნდება ეჭვი - ევროს, როგორც საერთო ვალუტის მიზანშეწონილობაზე. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლიზა ბრაიანტი ევროზონისადმი დამოკიდებულებას პარიზიდან არკვევდა.

მას შემდეგ, რაც ბეთჰოვენის „სიხარულის ოდა“ ევროკავშირის საერთო ჰიმნი გახდა, ევროპელებისთვის კიდევ ერთი საერთო სიმბოლო დაწესდა, რასაც ევროპის ქვეყნების უფრო მეტი დაახლოება უნდა მოეხდინა. საერთო ვალუტა - სახელად ევრო ევოკავშირში ათი წლის წინ ამოქმედდა. ამჟამად ის ევროგაერთიანების 17 წევრ ქვეყანაში ბრუნავს, რითაც მოქალაქეებისთვის მგზავრობა და საბანკო მომსახურება უფრო იოლი გახდა.

თუმცა დღეს, ევროპის საერთო ვალუტა უკვე განხეთქილების სიმბოლოდ იქცა. ბრიუსელშიც კი, სადაც ევროკავშირის შტაბბინაა განთავსებული, მოქალაქეებს ევროვალუტის მიზანშეწონილობა აეჭვებთ. ერთერთი მათგანია ჯორჯ მისიკოსი, რომელმაც თავის მოსაზრება „ამერიკის ხმას“ გაუზიარა:

„ევროს შემოღებამდე ცხოვრება ბევრად იაფი იყო. ძველი ბელგიური ფრანკით, ბელგიელებს შეეძლოთ ბევრი რამის შეძენა და დანაზოგის გაკეთებაც. ახლა კი, როცა ფულს ხარჯავენ ჯიბეცარიელები რჩებიან.“

მეზობელ ჰოლანდიაში ევროს შესახებ განსხვავებული მიდგომებია. ამსტერდამელი ანს ვან ჰილტენი ამბობს, რომ ევრო მოსახერხებელია სხვა ქვეყანაში მგზავრობისთვის, თუმცა ჰოლანდიური ფლორინის დროს ცხოვრება უფრო იაფი და სასარგებლო იყო.

რაც შეხება საბერძნეთს, აქ შესაძლოა ევრო უკანასკნელ დღეებს ითვლიდეს. ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, რომ ევროზონის უცვლელად შენარჩუნება აუცილებელია. თუმცა, ნელნელა იზრდება არგუმენტები, რომ ევროს გადარჩენისთვის უმჯობესი იქნება, თუ საბერძნეთი საერთო ვალუტის ფარგლებიდან გავა. ანალიტიკოსი საიმონ ტილფორდი ამბობს, რომ ასეთმა სცენარმა შესაძლოა ვერ გაამართლოს:

„თუკი ქვეყანას აქვს ევროზონის დატოვების არჩევანი, დანარჩენი ევროზონის ქვეყნები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ შეძლებენ ვითარების კონტროლს. ამასთანავე პრობლემა იქნება ევროზონიდან მშვიდად და უმტკივნეულოდ გამოსვლა, რაც შეიძლება სხვა ევროზონის ქვეყნებისთვსაც მიმზიდველი გახდეს. არსებობს იმის საფრთხე, რომ ამან ჯაჭვური რეაქცია მიიღოს,“ - ამბობს ტილფორდი.

თუმცა, პარიზში მოქმედი საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ფილიპ მორო იმედოვნებს, რომ ევროზონა შენარჩუნდება.

„ვფიქრობ, რომ ევრო მაშველი ნავია.რა თქმა უნდა, ყველას უნდა ამ ნავის დატოვება. თუმცა, ევრო ერთადერთი მაშველი ნავია“.

ანტიკრიზისული გეგმების შემოღებამ ევროპის ქალაქებში მასობრივი აქციები გამოიწვია. საფრანგეთში, სადაც საბიუჯეტო ხარჯები მკვეთრად შემცირდა, ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და მდგომარეობა გააპროტესტა.

თუმცა, ერთერთი დემონსტრანტი ამბობს, რომ ევროპის პრობლემებში ევრო არ უნდა დავადანაშაულოთ, რადგან ერთიან ევროპას ერთიანი ვალუტა სჭირდება.

XS
SM
MD
LG