ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური კრიზისი ევროპაში გრძელდება


ეკონომიკური კრიზისი ევროპაში გრძელდება

ახლადარჩეული იტალიის და საბერძნეთის მთავრობა რთული გამოწვევის წინაშე დგას. მათ საკუთარი ქვეყანა და ევროზონა ეკონომიკურ კატასტროფას უნდა გადაარჩინონ.

ევროკავშირის ლიდერები სისტემურ კრიზისზე საუბრობენ, რომელსაც შესაძლოა ევრო შეეწიროს.

დღეს იტალიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მარიო მონტიმ, ფიცის დადებამდე ახალი მთავრობა წარადგინა.

ჟურნალისტებთან საუბარში ბატონმა მონტიმ განაცხადა, რომ სჯერა იტალიელი ხალხის და მათი მსხვერპლის გაღების უნარის, რაც ქვეყანას საბიუჯეტო კრიზისიდან გამოიყვანს. მისი განცხადებით პრემიერს უკვე აქვს როგორც პროფკავშირების, ასევე პოლიტიკური და საქმიანი წრეების ლიდერთა მხარდაჭერა.

იტალია ევროზონის ზომით მესამე ეკონომიკაა. ქვეყნის მიერ დეფოლტის გამოცხადებას შიშით შეჰყურებს არამარტო ევროკავშირი, არამედ მთელი მსოფლიოს ბაზრები.

XS
SM
MD
LG