ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ბიუჯეტის გმირიდან“ ამერიკულ ოცნებამდე


„ბიუჯეტის გმირიდან“ ამერიკულ ოცნებამდე

ამერიკელი მოსწავლეები ინტერნეტთამაშით კონგრესს ბიუჯეტის შეკვეცის დაგეგმვაში ეხმარებიან

ვაშინგტონში სპეციალურად შექმნილმა კონგრესის კომიტეტმა, რომელმაც საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების გზები უნდა განიხილოს, განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა არ ხერხდება. საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა მოსახლეობას საკმაოდ აღელვებს. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მაიკ ო’სალივანი ინტერნეტ თამაშის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც „ბიუჯეტის გმირი“ ქვია. სტუდენტები ამ თამაშს საბიუჯეტო საკითხებში ცხარე დებატებისთვის იყენებენ.

უმაღლესი კლასების სტუდენტები სწავლობენ თუ რა მძიმე იქნება ფედერალური ბიუჯეტის 1,2 ტრილიონით შეკვეცა, რაც მომავალი 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება. კონგრესი ამ მძიმე გადაწყვეტილების წინაშე დგას. თუმცა ბიუჯეტის კონტროლი ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის და ამერიკული ოცნების ასასრულებალდ აუცილებელია. მოსწავლე დორი ბერნეტი ამბობს, რომ მისი ამერიკული ოცნება კოლეჯში ჩაბარება, კარგი სამსახურის შოვნა, ბავშვების გაჩენა, სახლის ყიდვა და ძაღლის შეძენაა.

ამერიკელი კანონმდებლების მსგავსად, ბიუჯეტის შეკვეცას მოსწავლეებიც ცდილობენ. ამისთვის ისინი ინტერნეტში გავრცელებულ თამაშს სახელად „ბიუჯეტის გმირს“ იყენებენ,

წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი კალიფორნიელი ჯეინ ჰარმონი ამჟამად ვილსონის ცენტრში მუშაობს. თამაში ბიუჯეტის გმირიც სწორედ აქ შეიქმნა. მისი თქმით, ამჟამად თამაშში მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული და ისინი ამით ორ რამეს სწავლობენ.

პირველი, თუ რა სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული ბიუჯეტის შეკვეცა, და მეორე - რომ სურვილის შემთხვევაში ამის გაკეთება შესაძლებელია.

მოსწავლეების თქმით, ბიუჯეტის შეკვეცა საკმაოდ რთული ამოცანაა.

„ყველაზე რთული ჩვენთვის იყო ის, რომ უნდა განგვესაზღვრა მცირე შეკვეცები. ანუ როგორია იქნება დანახარკების შეკვეცა ბენზინზე და პერსონალზე. ასევე უნდა გავზარდოთ გადასახადები ბენზინზე და ჩვენ ვიგრძენით თუ როგორ იმოქმედებს ეს სატვირთო ავტომანქანების მძღოლებზე,“ - ამბობს მოსწავლე ჯეფრი ბარკი.

საბიუჯეტო შეკვეცებმა თავდაცვის სფეროში მწვავე დებატები გამოიწვია.

„ჩვენ ვაპირებთ გავყინოთ სამხედრო ხარჯები, მაგრამ ვფიქრობთ, თუ რა გავლენა ექნება ამას სამუშაო ადგილებზე. ასევე ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია ერაყიდან ჯარების გაყვანა და ჩვენ ყველანი ამაზე ვთანხმდებით,“ - ამბობს მოსწავლე ჰარი კიდი.

თამაშიდან მიღებული ინფორმაცია კონგრესის საბიუჯეტო ოფისში მიდის, სადაც კანონმდებლები თვალნათლად ხედავენ, თუ როგორ იმოქმედებს მათი გადაწყვეტილება რეალურ ცხოვრებაზე.

XS
SM
MD
LG