ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარკოზი-მერკელის ახლი შეთავაზება


სარკოზი-მერკელის ახლი შეთავაზება

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ახალი ევროპული ხელშეკრულების ინიციატივით გამოვიდნენ. ევროპის ვალის კრიზისის აღმოსაფხვრელად და ევროს შენარჩუნების მიზნით, საფრანგეთმა და გერმანიამ, ქვეყნების მიერ ხარჯვის კონტროლის საჭიროების შესახებ გააკეთეს განცხადება. სარკოზი და მერკელი ერთამენთს პარიზში ორშაბათს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ კი მათ განაცხადეს, რომ სურთ ევროზონის 27-ვე ქვეყანა დათანხმდეს მათი ქვეყნების ბიუჯეტის განხილვას ევრო სასამართლოს მიერ. ამასთან, თითოეული მათგანი უმალვე დაჯარიმდება, თუ დაწესებულ ხარჯვის კანონებს დაარღვევს. სარკოზის და მერკელის მთავარი ამოცანა ბიუჯეტის დეფიციტის კონტროლია, რათა თავიდან აცილებულ იქნა საბერძნეთისა და პორტუგალიის მსგავსი კრიზისი.

XS
SM
MD
LG