ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის სამიტი ბრიუსელში დაიწყო


ევროპის სამიტი ბრიუსელში დაიწყო

ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი შეხვედრა კიდევ ერთი ცდაა ევროპის ვალის და საბანკო კრიზისის დასაძლევად.

ევროპელი ლიდერები ბრიუსელში იკრიბებიან ორდღიან სამიტზე დასასწრებად. ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი შეხვედრა კიდევ ერთი ცდაა ევროპის ვალის და საბანკო კრიზისის დასაძლევად, რომელიც ევროს სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

ევროპელ ლიდერებზე ზეწოლა უფრო მეტად მატულობს მას შემდეგ, რაც ექსპერტები ლიდერებს გაფლანგულ დროსა და რესურსებში ადანაშაულებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, გერმანელ კოლეგასთან ანგელა მერკელთან ერთად გამოსავალს დიდი ხანია ეძებს. ორშაბათს მათ ახალი გეგმა წარმოადგინეს, რომელიც ევროკავშრის ქვეყნებს მკაცრი ფისკალური ზომების გატარებას ავალდებულებს.

კვირის დასაწყისში სარკოზიმ და ანგელა მერკელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ კრიზისის პირობებში მათ ქვეყნებს გაერთიანების კიდევ ერთი მიზეზი გაუჩნდათ და რომ ორივე ქვეყანა მსგავს ერთსულოვნებას მთელ ევროპას უსურვებს.

XS
SM
MD
LG