ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლელი და არაბული ქვეყნების ლიდერები სირიას მიმარავენ


დასავლელი და არაბული ქვეყნების ლიდერები სირიას მიმარავენ

ასადის რეჟიმის სამ-კვირიანი შეტევის შემდეგ მოქალაქეებს სურსათზე, წყალზე და სამედიცინო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდებათ.

ტუნისში შეკრებილი დასავლელი და არაბული ქვეყნების ლიდერები საგანგებო განცხადებას ამზადებენ, რომელიც სავარაუდოდ სირიის მთავრობას ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ქვეყანაში უცხოური ჰუმანიტარული დახმარების დაშვებას მოთხოვს.

ამდენად, დეკლარაციის პროექტში, რომელსაც სირიის მეგობართა ჯგუფი ტუნისის შეხვედრაზე წარმოადგენს, დიპლომატები სირიის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტას კატეგორიულად მოთხოვენ.

სირიის ქალაქ ჰომსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ასადის რეჟიმის სამ-კვირიანი შეტევის შემდეგ, მათ ქალაქში სურსათზე, წყალზე და სამედიცინო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდებათ.

სირიის მეგობართა ჯგუფიდან მიღებული ინფორმაციით, ის გარკვეულ სანქციებს გაამკაცრებს, მათ შორის აკრძალვას დააწესებს მგზავრობაზე, დააყადაღებს სირიელი ოფიციალური პირების ქონებას და შეაჩერებს სირიის მიერ ნავთობის შესყიდვას.

XS
SM
MD
LG