ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული ლიგა ასადის გადადგომას ითხოვს


არაბული ქვეყნების ლიგამ 150 დამკვირვებელი გააგზავნა სირიაში ამ ქვეყნის მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ, რომელმაც ძალადობის შეწყვეტის პირობა დადო.

22 ინვარს არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვდრაზე ერთხმად აღინიშნა, რომ სირიის რეჟიმი არ იცავს ნაკისრ ვალდებულებებს. არაბული ლიგა აცნობიერებს, რომ სირიის მოქალაქეები სასტიკი რეჟიმის პირობებში იტანჯებიან.

არაბული ქვეყნების ლიგა მოუწოდებს სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს ძალაუფლება თავის მოადგილეს გადასცეს, რათა ბოლო მოეღოს სირიელი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებს და დაიწყოს ოპოზიცისთან კონსტრუქციული დიალოგის პროცესი.

ამ გეგმის შესაბამისად ეროვნული ერთიანობის მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ორი თვეში ჩაატარებს საპარლამეტო და საპრეზიდენტო არჩევნებს არაბული ლიგის და სერთაშორისო დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ.

არაბული ლიგა, შეერთებული შტატები, ევროკავშირი და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოები ასადის გადადგომას და ძალუფლების მშვიდობიან გადაცემას უჭერენ მხარს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის განცხადებით:“ სამწუხაროდ ბატონმა ასადმა სასწრაფოდ უარყო ეს წინადადება.“

გაეროს მონაცემებით სირიაში სახალხო აჯანყების დაწყებიდან 5000-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა ბაშარ ასადის უშიშროების ძალების მიერ განხორციელებული რეპრესიების შედეგად.

2011 წლის 2 ნეომბერს სირია დაეთანხმა არაბული ლიგის გეგმას, მაგრამ არაბული ლიგის 22 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ასადის რეჟიმი არ აპირებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. პირიქით, სირიის ხელისუფლება აგრძელებს ძალადობის კამპანიას საკუთარი მოქალაქეების წინაღმდეგ. არაბული ლიგის განცხადებით სირია უსამართლობამ, სტაგნაციამ და ძალადობამ მოიცვა.

შეერთებული შტატების სახლმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის განცხადებით არაბული ლიგა შეერთებული შტატების მხარდაჭერით ამ საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოში გატანას აპირებს, სპეციალური რეზოლუციის მიღების მიზნით, რომელიც ამ ორგანიზაციის მოხსენებაზე დაყრდნობით გაკეთდება.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს დამკვირვებლების მისიის გაგრძელებას სირიაში. ქალბატონი ნულანდის განცხადებით ძალადობის შეწყვეტა დამკვირვებლების მოვალეობაში არ შედის, ძალადობა სირიის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს. ასადის რეჟიმმა უნდა გაიყვანოს ტანკები საკუთარი ქალაქების ქუჩებიდან, გაანთავისუფლოს უდანაშაულო პატიმრები და ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება მისცეს.

XS
SM
MD
LG