ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში უმუშევრობის მაჩვენებელი არ იცვლება


აშშ-ში უმუშევრობის მაჩვენებელი არ იცვლება
აშშ-ში უმუშევრობის მაჩვენებელი არ იცვლება

სამუშაო ადგილების მატება უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე ამას ეკონომისტთა უმრავლესობა წინასწარმეტყველებდა.

დღეს, ამერიკის შრომის დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, სექტემბერში ქვეყანაში დამატებითი 103 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაგრამ ამ ფაქტმა უმუშევრობის მთლიანი მაჩვენებელი ვერ შეამცირა. ეს ციფრი ახლა 9.1 % აღწევს.

ახლადშექმნილი სამუშაო ადგილების უმრავლესობა კერძო სექტორზე მოდის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯანდაცვის დარგი.

სამუშაო ადგილების მატება უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე ამას ეკონომისტთა უმრავლესობა წინასწარმეტყველებდა. ას სამი ათასი ახალი სამუშაო ადგილი მოიცავს ორმოცდახუთი ათასი პოზიციის აღდგენას, რაც ტელეკომუნიკაციების ერთერთი გიგანტური კომპანიის „ვერაიზონის“ თანამშრომელთა აგვისტოში მომხდარ საყოველთაო გაფიცვას მოჰყვა.

XS
SM
MD
LG