ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2010 წელს 2,6 მილიონი ამერიკელი გაღარიბდა


2010 წელს 2,6 მილიონი ამერიკელი გაღარიბდა
2010 წელს 2,6 მილიონი ამერიკელი გაღარიბდა

თუ შეერთებული შტატების ეკონომიკამ უახლოეს ხანში არ დაიწყო გაჯანსაღების პროცესი მრავალი ოჯახი ამერიკაში შესაძლოა სახლკარის გარეშე დარჩენის საშიშროების წინაშე დადგეს.

შეერთებულ შტატებში ჩატარებული უკანასკნელი გამოკითხვის შედეგებით, 2010 წელს 2,6 მილიონი ამერიკელი გაღარიბდა. ამჟამად ქვეყანაში 46 მილიონი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში. ეს ბოლო 50 წლის განმავლობაში სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუ შეერთებული შტატების ეკონომიკამ უახლოეს ხანში არ დაიწყო გაჯანსაღების პროცესი, მრავალი ოჯახი ამერიკაში შესაძლოა სახლკარის გარეშე დარჩენის საშიშროების წინაშე დადგეს.

როდესაც საშუალო ამერიკელის შემოსავალი კლებულობს, უმუშევრობა კი იზრდება, მაიკლ ფერელი ღარიბების დახმარებას ცდილობს. ის არასამთავრობო ორგანიზაცია უსახლკაროთა კოალიციის აღმასრულებელი დირექტორია. როდესაც ამერიკაში ყოველი მეექვსე ადამიანი სიღარიბის ზღვარზე დაბლა ცხოვრობს მაიკლ ფერელი აცხადებს:

“თუ უახლოეს მომავალში ეკონომიკას არაფერი ეშველება, მაშინ მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებაა მოსალოდნელი.“

ახალახანს ამ ორგანიზაციამ 9 თანამშრომელი გაანთავისუფლა ბიუჯეტის შეკვეცის გამო, მაგრამ ისინი დღესაც აგრძელებენ იმ ადამიანებისთვის შემწეობის აღმოჩენას, რომლებიც მოულოდნელად ქუჩაში აღმოჩნდნენ.

თამარა გოლდენი ქმართან გაშორების შემდეგ თავის სამ შვილთან ერთად მარტოდმარტო აღმოჩნდა უამრავი პრობლემის წინაშე. მისი თქმით:

“ ამასთან გამკლავება ძალზე ძნელია. ეს ადამიანს შინაგანად ანგრევს. რომელ მშობელს უნდა, რომ ბავშვებს აუხსნას, თუ რატომ არა აქვთ მათ დღეს საჭმელი.“

სოციალური სფეროს მუშაკი სოფია სიბერტი აცხადებს, რომ გოლდენის ისტორია ტიპიური შემთხვევაა. მისი თქმით:

როდესაც ის უასახლკარო იყო და არსად ჰქონდა წასასვლელი ჩვენთან მოვიდა.“

მათ გოლდენის ოჯახს დროებითი თავშესაფარი მისცეს, აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და სწავლების პროცესში ჩართეს. როგორც სოფია სიბერტი აცხადებს:

ყველას შეიძლება დაემართოს ეს ამბავი და ბინის ქირის გადაუხდელობის გამო ქუჩაში აღმოჩნდეს. ხშირად წარმოვიდგენ ჩემს თავს მსგავს მდომარეობაში და ვფიქრობ, როგორ მომექცეოდნენ მე ამ სიტუაციაში.“

თამარა გოლდენი იძულებულია ყოველდღიური ბრძოლა აწარმოოს არსებობისათვის. მისი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესებისაკენ მიდის და ის ბავშვების სკოლაში დაბრუნებაზე ფიქრობს.

უმუშევრობის გაზრდის მიუხედავად, ახლა ვაშინგტონში 10 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, 2000 ადამიანით ნაკლები უსახლკაროა. მაიკლ ფერელი ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც მისი ორგანიზაციის არსებობა აღარ იქნება საჭირო. მისი თქმით:

“ მე ოპტიმისტი ვარ, ოპტიმისტი რომ არ ვიყო ამ საქმეს ვერასოდეს გავაკეთებდი.“

ამერიკელი ექსპერტების განცხადებით, სიღარიბის მთავარი წყარო უმუშევრობაა. ამჟამად 14 მილონი ამერიკელია უმუშევარი, მაგრამ თუ დროებით უმუშევრებს და სამუშაოს მაძიებლებს დავამატებთ, მაშინ ამერიკაში ეს რიცხვი 25 მილიონამდე გაიზრდება.

XS
SM
MD
LG