ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ახალი ინიციატივით გამოდის


ობამა ახალი ინიციატივით გამოდის
ობამა ახალი ინიციატივით გამოდის

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოხსენება აშშ-ს ეკონომიკის შესახებ ფაქტობრივად კიდევ ერთ ძალისხმევას წარმოადგენს მთავრობის მხრივ ეკონომიკის სტიმულირებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ეკონომიკა მოსალოდნელზე უფრო ნელა ვითარდება, ხოლო პოლიტიკოსების ყურადღება ძირითადად სამთავრობო ხარჯების შემცირებაზე გადატანილი ზოგი ექსპერტი ეჭვის თვალით უყურებს იმას, რომ მთავრობა მართლაც შესძლებს ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას. ახლა როდესაც აშშ-ში თითქმის 14 მილიონი ადამიანია უმუშევარი ზოგი სკეპტიკურად უყურებს იმას, მართლაც შესაძლებელი იქნება თუ არა ობამას ინიციატივის განხორციელება სამუშაო ადგილებზე. სექტემბრის დასაწყისში დეტროიტში ობამამ განაცხადა, რომ ყველაფერი ახლა კონგრესზეა დამოკიდებული.

-„საქმეა გასაკეთებელი და ხალხი მზადაა ამ საქმის გასაკეთებლად. ამ იდეას მხარს უჭერს ბიზნესწრეები, ხალხი და მხოლოდ კონგრესის თანხმობა გვჭირდება ამ მიზნის მისაღწევად. მივცეთ ამერიკას იმის შესაძლებლობა, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას. „

პრეზიდენტის ინიციატივებს რესპუბლიკელი ლიდერები ეწინააღმდეგებიან. აი რას აცხადებს სენატის რესპუბლიკელი ლიდერი მიჩ მაკკონელი:

-„არსებობს ძალზე მარტივი მიზეზი იმისა, რომ არ დაეთანხმო პრეზიდენტის ეკონომიკურ პოლიტიკას, რასაც არანაირი პოლიტიკური სარჩული არ უდევს. უბრალოდ მისი იდეები ქმედითი არ არის.“

ზოგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ პრობლემის ძირი და ძირი მაინც პოლიტიკაა. ეკონომისტი ვინსენტ რაინჰარტი შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს:

-„ჩვენი ეკონომიკური პრობლემების მიზეზია პოლიტიკური სისტემა. ამომრჩევლები ვერ აკონტროლებენ იმას თუ რა სურთ თავის თავისთვის მთავრობისაგან და სანამ ჩვენ არ დავაკონკრეტებთ ამ პრობლემებს და ყველაფერს თავის ადგილზე არ დავალაგებთ ეკონომიკა ვერ დაიწყებს ზრდას.“

სხვებს მიაჩნიათ, რომ გადაჭარბებული ყურადღება სახელმწიფო დეფიციტის შემცირებაზე კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. ეკონომისტს გერი ბარტლესს მიაჩნია, რომ მზარდი ეკონომიკა კიდევ უფრო მეტ ხარჯებს მოითხოვს.

იმ შემთხვევაშიც კი თუ პრეზიდენტი ყველაფერს მიიღებს, რასაც ითხოვს ზოგის გამოთვლით უმუშევრობა ამერიკაში მაინც დარჩება 8%-ზე მაღალ დონეზე 2014 წლის ჩათვლით. მაღალმა უმუშევრობამ კი შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ობამას კანდიდატურას 2012 წლის არჩევნებში.

XS
SM
MD
LG