ვაშინგტონი —
კვირას, 1 ივნისს, ერთკვირიანი ქაოტური მოვლენების და დაპირისპირების შემდეგ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრ ანქვაბი. გასული კვირის განმავლობაში სოხუმში დემონსტრანტები საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში შეიჭრნენ, კვირის ბოლოს პარლამენტმა პრეზიდენტს და პრემიერს უნდობლობა გამოუცხადა, მოსკოვმა კი მაღალი რანგის რწმუნებულები მიავლინა დაპირისპირების დასარეგულირებლად. ყველაფრის მიუხედავად პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ აუწყა.
გადადგომის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში ანქვაბმა, ოპოზიციას ბრალად დასდო აფხაზეთის კონსტიტუციის დარღვევა და მორალური სტანდარტების უგულვებელყოფა, იუწყება "ნიუ იორკ თაიმსი".
"ხალხი შეშფოთებულია ოპოზიციის მიერ კონსტიტუციის და მორალური ნორმების ხელყოფით, ასევე ოპოზიციის აგრესიული დამოკიდებულებით, რაც მის მიერ საპრეზიდენტო ადმინისტრაციის წინ გამართულ მოქმედებაში გამოიხატა"-განაცხადა ანქვაბმა.
სოხუმში, ადამიანების ერთი ნაწილი მხიარულებით აღნიშნავდა კვირა დილიდანვე დაწყებულ მითქმა-მოთქმას პრეზიდენტის შესაძლო გადადგომის შესახებ, აღნიშნავს ნიუ-იორკ თაიმსი.
"ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად მე აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას ვტოვებ,"- განაცხადა ანქვაბმა.
ოპოზიციამ უკვე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ანქვაბის უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.
ალექსანდრ ანქვაბი მკვლელობის რამდენიმე მცდელობას გადაურჩა.
რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წელს სცნო. ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო აღიარებს. ნიუ-იორკ თაიმსში მითითებულია, რომ აფხაზეთში ბოლო კვირის განმავლობაში დაწყებული არეულობა, სავარაუდოდ, ანქვაბის წინააღმდეგ მზარდი უკმაყოფილებით უნდა აიხსნას და რომ არაფერ შუაშია ყოფილ საბჭოთა კავშირში მიმდინარე ფართო რეგიონალური პოლიტიკა.
აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს დაინიშნა. გადაყვეტილება პარლამენტმა გუშინ, 31 მაისს მიიღო.
პარლამენტმა 31 მაისს, თავმჯდომარე ვალერი ბგანბა გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაასახელა-იუწყება რადიო თავისუფლება.