ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი აზრი: მოვლენები აფხაზეთში


სოხუმი, ფოტო "რადიო თავისუფლება"
სოხუმი, ფოტო "რადიო თავისუფლება"
სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტი გუშინ მიღებულ რეზოლუციაში აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრ ანქვაბს გადადგომისკენ მოუწოდებს.
იმავე დადგენილებით, სეპარატისტული რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ უნდობლობა გამოუცხადაპრემიერ–მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას.
ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან საუბარში, მაიკლ ჩეჩირე, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან, აფხაზეთში ყირიმის სცენარის განვითარებას ვერ ხედავს. მისი აზრით, მიმდინარე მოვლენები ლოკალური ხასიათისაა და მოსკოვიდან ინსპირირებული არ უნდა იყოს. რუსეთს ამ რეგიონში ახლა ყველაზე უფრო სტაბილურობა აინტერესებს, აღნიშნავს ჩეჩირე და ამბობს, რომ ვიდრე აფხაზეთი სტაბილური და პრორუსულია, რუსეთი მომგებიან სიტუაციაშია.

მეორეს მხრივ, მეთიუ ბრაიზა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი ასისტენტი ამბობს, რომ რუსეთს, აფხაზეთზე კონტროლით სურს დისბალანსი შეიტანოს ქართული სახელმწიფოს სისტემაში. ბრაიზამ ეს ინტერვიუ ამერიკის ხმის რუსული რედაქციისთვის გააკეთა და დასძინა, რომ უნდა მოხდეს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის უფრო ეფექტურად გამოყენება, რათა ქართული უმცირესობის უფლებები იქნას დაცული, და ამასთან, მოხდეს აფხაზური მხარის დარწმუნება, რომ საქართველოდან არ იქნება ძალისმიერი მეთოდების გამოყენება.
XS
SM
MD
LG