ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს სახელმწიფოსგან მილიარდ დოლარს ითხოვს


ანაკლიის პორტის მშენებლობა ისევ შეჩერებულია

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და კომპანიის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა ბობ მეიერმა ანაკლიის პორტის პროექტში, დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ცალ-ცალკე სარჩელები შეიტანეს.

ერთი სარჩელი კონსორციუმის სახელით, ჟენევაში მდებარე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC) შევიდა, ხოლო მეორე - ბობ მეიერის სახელით, ინვესტიციების დაცვისა და საინვესიტიციო საკითხების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID), რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს.

ბობ მეიერი, ანაკლიის კონსორციუმის ჰოლანდიელი ინვესტორი
ბობ მეიერი, ანაკლიის კონსორციუმის ჰოლანდიელი ინვესტორი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ბობ მეიერი პროექტში მიყენებული ზიანის ანაზღაურების გამო საქართველოს სახელწიფოსგან მილიარდ აშშ დოლარს ითხოვენ. კონსორციულოს სპეციალურ განცხადებაში კერძოდ ვკითხულობთ:

მთავრობისა და მმართველი პარტიის - ქართული ოცნების ორწლიანი კამპანიის შემდეგ, მთავრობამ უკანონოდ შეწყვიტა ხელშეკრულება და შესაბამისად, კონსორციუმსა და მის ინვესტორებს სრულად დააკარგვინა მათ მიერ ინვესტირებული თანხები, წაართვა სამომავლო შემოსავლები, მიაყენა ფინანსური და რეპუტაციული ზიანი"
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი


„მთავრობისა და მმართველი პარტიის - ქართული ოცნების ორწლიანი კამპანიის შემდეგ, დაებრკოლებინა კონსორციუმის ძალისხმევა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო, 2020 წლის იანვარში, მთავრობამ უკანონოდ შეწყვიტა ხელშეკრულება და შესაბამისად, კონსორციუმსა და მის ინვესტორებს სრულად დააკარგვინა მათ მიერ ინვესტირებული თანხები, წაართვა სამომავლო შემოსავლები და მიაყენა ფინანსური და რეპუტაციული ზიანი.

მიუხედევად იმისა, რომ მთავრობამ, კონკურენტული შერჩევის გზით, გამჭირვალე პროცესის საფუძველზე მიანიჭა პორტის პროექტის განვითარების უფლება ანაკლიის განვითარების კონსორციუმს და მოლოდინი იყო, რომ პროექტს ექნებოდა მთავრობის დიდი მხარდაჭერა, საერთაშორისო ინვესტორებისა და დაფინანსების მოსაზიდად, ფაქტობრივად, მთავრობამ ძალიან მალევე შეიცვალა კურსი და დაიწყო როგორც ღია, ასევე ფარული კამპანია, რათა პროექტი არასდროს განხორციელებულიყო“ - ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

ანაკლიის განვითრაების კონსორციუმმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების უფლება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა. ამის საფუძველზე კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს, საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც კონსორციუმს პორტის მშენებლობისა და მისი ოპერირების უფლება მიენიჭა.

ანაკლის პორტის მშენებლობის პირველი ფაზის სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მის პირადად, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა.

ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების ირგვლივ კითხვის ნიშნები მას შემდეგ გაჩნდა, როცა პრემიერი კვირიკაშვილი გადადგა, ხოლო გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ, რომლებიც ამავდროულად ანაკლიის პროექტის მთავარი პარტნიორები იყვნენ, 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

2019 წელს კი კონსორციუმიდან ამერიკული Conti International გავიდა. 2020 წლის იანვარში კი საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და ხელშეკრულება გაუწყვიტა. ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა ამბობს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საარტიტრაჟო სარჩელს პერსპექტივა არ აქვს:

ეს არის მხოლოდ საკითხის პოლიტიზებისა და იმის მცდელობა, რომ ხელი შეგვიშალონ ახალი ინვესტორის მოძიებაში. კონსორციუმმა ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები და თუკი ვინმეს მიმართ შეიძლება ჰქონდეთ მათ პრეტენზია, უნდა ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ"
ნათელა თურნავა, ეკონომიკის მინისტრი


„როდესაც ანაკლიის კონსორციუმი უჩივის საქართველოს სახელმწიფოს, ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია. ეს არის მხოლოდ საკითხის პოლიტიზებისა და იმის მცდელობა, რომ ხელი შეგვიშალონ ახალი ინვესტორის მოძიებაში. კონსორციუმმა ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები და თუკი ვინმეს მიმართ შეიძლება ჰქონდეთ მათ პრეტენზია, უნდა ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ. კონსორციუმმა ვერ შეაგროვა დაფინანსება და ვერ შეძლო პროექტის განხორციელება, შესაბამისად, მთავრობა გეგმაზომიერად მუშაობს საინვესტიციო-სატენდერო პაკეტის განახლებასა და ახალი ინვესტორის მოძიებაზე“ - განაცხადა თურნავამ.

ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლის შემდეგ, საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთადერთ გამონაკლისად რჩება, რომელსაც ღრმაწყლოვანი პორტი ისევ არ აქვს.

შავი ზღვის აუზში ღრმაწყლოვანი პორტები აქვთ: თურქეთს - ერდერიმსა და რიზეში; ბულგარეთს - ბურგასში, რუმინეთს - კონსტანცაში, უკრაინას - ოდესაში, ილიჩევსკსა და იუჟნიში. რუსეთს - ნოვოროსიისკში, ტუაფსესა და ტამანში, ამ ღრმაწყოლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც ანაკლიის პირდაპირი კონკურენტი იყო, 2020 წლის ივნისში დასრულდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG