ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

IRI: მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ის, რაც ხალხს სურს


სტივ ნიქსი, ევრაზიის მიმართულებით, IRI-ის რეგიონული დირექტორი.
სტივ ნიქსი, ევრაზიის მიმართულებით, IRI-ის რეგიონული დირექტორი.

მტკიცე მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანებისადმი, უკმაყოფილება ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო და უნდობლობა პოლიტიკური პარტიების მიმართ - ეს არის სამი ძირითადი მიგნება, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ანალიტიკური კვლევის ცენტრის (CISR) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა.

კვლევით ირკვევა, რომ გამოკითხული ქართველების 89%, ევროკავშირში გაწევრიანებას ან „სრულად უჭერს მხარს“ ან „გარკვეულწილად უჭერს მხარს“. IRI-ის ინფორმაციით, აქამდე ჩატარებული უახლეს კვლევასთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 4 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი და ყველა დროის მაქსიმუმს შეესაბამება.

„აშკარად ნათელია, რომ ქართველებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლურ, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გაგრძეელება. ახლა, მთავრობაში ლიდერების პასუხისმგებლობაა, მიაწოდონ ის, რაც ხალხს უნდა“ - ამბობს სტივ ნიქსი, ევრაზიის მიმართულებით, IRI-ის რეგიონული დირექტორი.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% პროცენტი, ეწინააღმდგება რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას, მათ მიერ საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირებას, ან ქონების შეძენას.

„ჩვენი გამოკითხვა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ბოლოდროინდელი ჩასვლის გამო, აშკარა უკმაყოფილებას ცხადყოფს. მთავრობამ ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს ისეთი პოლიტიკით, რომელიც ხელს შეუშლის დაძაბულობის გაზრდას“ - ამბობს ნიქსი.

გამოკითხვის შედეგები ასევე აჩვენებს პოლიტიკური პარტიებისადმი რწმენის ნაკლებობას. გამოკითხულთა 42 პროცენტი ამბობს, რომ მათ ინტერესს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს. ამასთან, კვლევის მიხედვით, 78% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდა უნდა იყოს.

„პოლიტიკური პარტიების მიმართ საზოგადოების დაბალი ნდობისა და პოლიტიკურ მმართველობაში ახალგაზრდობის ყოფნისადმი მაღალი მისწრაფების გათვალისწინებით, IRI მოხარულია გააგრძელოს მუშაობა საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის მხარდასაჭერად - ეს არის, მმართველი პარტია, ოპოზიცია და ახალი მოძრაობები.“ - აცხადებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი. ეს იქნება მიმართული იმისთვის, რომ მოქალაქეებს მიეწოდოთ პოლიტიკური შესაძლებლობების ფართო სპექტრი როგორიც მმართველობაში, ასევე საარჩევნო ყუთთან.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში 4 მარტიდან 23 მარტამდე პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში, 18 წელზე უფროსი ასაკის, 1500 მოქალაქე გამოიკითხა. ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ცდომილების ხაზი პლუს-მინუს 2,5 პროცენტული პუნქტია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG