ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილი: ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, ვამაყობ ყველა მოსამართლით


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემა სამაგალითოა. ამის შესახებ მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ პოლიტიკას. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ნინო ქადაგიძეს, ყველა მოსამართლეს თქვენი საქმიანობისთვის.

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:42 0:00

ჩვენ, როგორც მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერო თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს, ახალ პროგრამებს. დღეს სასამართლო რომ გვაქვს თავისუფალი კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის, ნინო ქადაგიძისა და მოსამართლეების დამსახურება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეს მისი პირველი საჯარო შეხვედრაა მოსამართლეებთან მას შემდეგ, რაც რამდენიმე მათგანს შეერთებულმა შტატებმა ამერიკაში მოგზაურობის შეზღუდვის სანქციები დაუწესა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამაგალითო უწოდა სანქცირებულ მოსამართლეებსაც.

"ყველა ეს მოსამართლე, რომელზეც გავრცელდა ეს გადაწყვეტილება, მე ვიცი და ყველამ იცის, რომ ესენი არიან მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მოსამართლეები, რომლებიც თავისი შეგნებით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, გაძლიერებას", - დასძინა მან.

5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა დამატებით განმარტა ამ სანქცირების მიზეზი. მან თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".

ჩვენ, როგორც მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერო თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს, ახალ პროგრამებს. დღეს სასამართლო რომ გვაქვს თავისუფალი კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის, ნინო ქადაგიძისა და მოსამართლეების დამსახურება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG