ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის ყოფილი პრემიერი ბერლუსკონი რეანიმაციაში გადაიყვანეს


იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი უკვე წლებია, რაც სისხლის ქრონიკულ სიმსივნეს ებრძვის. ის რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც მას სიმსივნის ფონზე წარმოქმნილ ფილტვების ინფექციაზე მკურნალობენ.

86 წლის პოლიტიკოსი და მილიარდერი საავადმყოფოში ოთხშაბათს გადაიყვანეს. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ინტენსიური მკურნალობის კურსს მილანში, სან რაფაელეს საავადმყოფოში გადის.

ბერლუსკონის მდგომარეობის შესახებ პირველ განცხადებაში ექიმებმა ალბერტო ზანგრილომ და ფაბიო ციცერიმ თქვეს, რომ ბერლუსკონის წარსულში ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემიის (CML) დიაგნოზი დაუსვეს. ექიმებს არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაფიქსირდა კიბო პირველად და თქვეს, რომ ის მწვავე არაა.

„სილვიო ბერლუსკონი ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება ფილტვის ინფექციის სამკურნალოდ“, - განაცხადეს მათ და დაამატეს, რომ დაავადება დაკავშირებულია კიბოსთან.

ბერლუსკონის ხუთი შვილიდან სამი, ასევე მისი უახლოესი მეგობარი საავადმყოფოში იყვნენ მისულები და ბერლუსკონი მოინახულეს.

XS
SM
MD
LG