ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელთა განწყობები ტრამპის ბრალდებებთან დაკავშირებით - იფსოსის კვლევა


აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოს დარბაზში. 3 აპრილი, 2023.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოს დარბაზში. 3 აპრილი, 2023.

დონალდ ტრამპის სამართლებრივმა დევნამ, როგორც როიტერისა და იპსოსის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, მოსახლეობის აზრს ორად ჰყოფს. ამასთან, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ამ მოველენებმა, გაზარდა დონალდ ტრამის შესაძლებლობები, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია მოიგოს.

გამოკითხვა მიმდინარე კვირის ოთხშაბათს და ხუთშაბათს ჩატარადა. სამშაბთს, ნიუ-იორკის სასამართლოში, საქმიანი ჩანაწერების გაყალბების 34 მუხლით, დონალდ ტრამპს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა 49% ფიქრობს, რომ მართებული იყო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ან აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ, პირველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

თუმცა, გამოკითხვის შედეგები ასევე ხაზს უსვამს, დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ბევრი საკითხის შესახებ, პოლიტიკურ განხეთქილებას. გამოკითხულ დმოკრატთა დაახლოებით 84%-მა განაცხადა, რომ ტრამპის წინააღმდეგ ბრალის წაყენება, დამსახურებაზე დაფუძნებული იყო. იმავე აზრს, გამოკითხულ რესპუბლიკელთა მხოლოდ 16% ეთანხმება.

გამოკითხულ რესპუბლიკელთა დაახლოებით 40%-მა თქვა, რომ ამ შემთხვევამ გადააწყვეტინა, 2024 წელს ტრამს ხმა მისცეს. 12% ამბობს, რომ ამ მოვლენებმა, ნაკლებად სავარაუდო გახადა, რომ ტრამს მხარს დაუჭერს. 38% აცხადებს, რომ ამ მოვლენებს მასზე არავითარი გავლენა არ ჰქონია.

გამოკითხვაში მონაწილე რესპუბლიკელების 58% ამბობს, რომ საპრეზიდენტო ნომინაციისთვის, მათი სასურველი კანდიდატი დონალდ ტრამპია. ამავე გამოკითხვით, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, რომელსაც ოფიციალურად ნომინირებისთვის საკუთარი კანდიდატურა ჯერ არ წარმოუდგენია, 21%-ით მეორე ადგილზეა.

როიტერი და იფსოსი აცხადებს, რომ 1004 ამერიკელის გამოკითხვას აქვს სანდოობის ინტერვალი, სიზუსტის საზომი - პლუს/მინუს 3,რ პროცენტული პუნქტი ყველა გამოკითხულის შემთხვევაში. და პლუს/მინუს 6,3 პროცენტული მაჩვენებელი რესპუბლიკელების შემტხვევაში, რომლებიც გამოკითხვაში მონაწილეობდნენ.

XS
SM
MD
LG