ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ვერ გვიკარნახებს, რა დახმარება გავუწიოთ უკრაინას - კირბი


თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი, ჯონ კირბი „ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს, რომ რუსეთის ვერ განუსაზღვრავს ვერც ერთ ქვეყანაშ, თუ რა ტიპის დახმარება გაუწიოს უკრაინას.

კირბისთან ექსკლუზიური ინტერვიუ, „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის თეთრი სახლის კორესპოდენტმა, მიხეილ კომადოვსკიმ ჩაწერა.

„ამერიკის ხმა“ დაინტერესდა, აშფოთებს თუ არა ვაშინგტონსმოსკოვის მიერ გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინისთვის „პატრიტოტის“ სარაკეტო სისტემების გადაცემას, შესაბამისი პასუხი მოჰყვება.

„რუსეთი ვერ უკარნახებს შეერთებულ შტატებს, ან რომელიმე სხვა ქვეყანას, უსაფრთხოების რა დახმარება გავუწიოთ უკრაინას. ჩვენ ამას ვაკეთებთ უკრაინელებთან ერთად. თითქმის ყოველდღიურად ვასუბრობთ მათთან, მათ საჭიროებებზე და ვრწმუნდებით, რომ ჩვენ საუკეთესოდ ვაკმაყოფილებთ მათ საჭიროებებს“ - აცხადებს კირბი.

ამ კვირაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეერთებული შტატები დათანხმდა უკრაინისთვის, პატრიოტის ტიპის სარაკეტო თავდაცვითი სისტემების გადაცემას. ქვეყნის საჰაერო თავდაცვის განმტკიცების მიზნით, ამ სისტემებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვეების განმავლობაში ითხოვდა. სიტემის თითოეული რაუნდი დაახლოებით 4 მილიონი დოლარი ღირს, თითო რაკეტის გაშვება კი 10 მილიონზე მეტი ჯდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ 15 დეკემბერს თქვა, რომ შეერთებული შტატების მიერ ამ სისტემების კიევისთვის გაგზავნა, ამერიკის მხრიდან რუსეთთან მებრძოლი უკრაინის მთავრობის დასახმარებლად, ესკალაცია იქნება. ამას კი "შესაძლოა შედეგები მოჰყვეს" - განაცხადა ზახაროვამ, თუმცა, კონკრეტული ზომები მას არ დაუსახელებია. რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა მხოლოდ მიანიშნა, რომ ვაშინგტონმა "სწორი დასკვნები თავად უნდა გამოიტანოს", როცა საუბარია რუსეთის წინააღმდეგ გამიზნულ შეიარაღებაზე.

"ამერიკის ხმამ“ ჯონ კირბის ასევე ჰკითხა, რამენად შესაძლებელია, უკრაინამ ომი, რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების მიზანში ამოღების გარეშე მოიგოს. კირბი, კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ შეერთებული შტატები, არ ახალისებს ოპერაციებს უკრაინის გარეთ.

„ჩვენ ორიენტირებულნი ვართ დავრწმუნდეთ, რომ მათ შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ უკრაინის ბრძოლის ველზე, რათა დაიცვან თავიანთი ტერრიტორია. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ არ ვახალისებთ ოპერაციებს უკრაინის გარეთ. ეს არასდროს ყოფილა იმ პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, კირბი.

მისი თქმით, ვაშინგტონის პრიორიტეტია დარწმუნდეს, რომ უკრაინას შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი და დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა წაართვა. კირბი ამბობს, რომ საკუთარი საბოლოო მიზნებისა და ზრახვების შესახებ, გადაწყვეტილებებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი იღებს.

„რაზეც ჩვენ ორიენტირი ისაა, რომ დავრწმუნდეთ, რომ მათ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი ტერიტორია და დაიბრუნონ დაკარგული მიწა, როლებიც რუსებმა მათ უკანონოდ წაართვეს. ამიტომაცაა, რომ შესაძლებლობების დიდი ნაწილი, რომლითაც ჩვენ ისინი უზრუნველვყავით, სწორედ ამისთვის არის შექმნილი.

სირენების ხმა და რუსული ბომბების წვიმა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:14 0:00

მოგეხსენებათ, პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაფერი კიევის ირგვლივ ხდებოდა, ყველაფერი ორიენტირებული იყო კიევისთვის ბრძოლაზე, რომელიც უკრაინელებმა მოიგეს. და მაშინ, ჩვენ ვსაუბრობდით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებზე.

შემდეგ საუბარი გადავიდა არტილერიაზე, რადგან ბრძოლა მართლაც კონცეტრირებული იყო დონბასზე. რუსეთის მიერ განხორციელებული უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმების შემდეგ, ახლა, საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი მოთხოვნა ხდება“ - აცხადებს კირბი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG