ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ამბობს, რომ ომი უკრაინაში გეგმის მიხედვით არ მიდის


რუსეთის პრეზიდენტი სამხედროებს მოუწოდებს საქმიანობა გააუმჯობესონ, რადგან მისი თქმით, გეგმა, რომლის მიხედვითაც რუსეთმა 10 თვის წინ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, შესაბამისად არ ხორციელდება. მეტიც, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ უკრაინული ქალაქებში, რომელებიც ახლა რუსეთის მიერ კონტროლდება, ვითარება „უკიდურესად რთულია“.

„სიტუაცია დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ხერსონსა და ზაპორიჟიეს რეგიონებში უკიდურესად რთულია,“- ამბობს პუტინი.

აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი უკრაინული რეგიონის უკანონო ანექსია რუსეთმა სექტემბერში გამოაცხადა. დასავლეთმა კრემლის ეს ქმედება უკანონოდ შეაფასა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა კრემლმა ოთხი უკრაინული რეგიონის ანექსია გამოაცხადა, რუსული ჯარი ამ რეგიონებს სრულად ვერ აკონტროლებდა. მას შემდეგ კი, უკრაინამ ათობით სოფლისა და ქალაქის დაბრუნება შეძლო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვის დროს „ეფ ეს ბეს“ მოუწოდა გააქტიუროს მუშაობა და რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე, უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება. ვლადიმირ პუტინი ასევე ითხოვს გამკაცრდეს კონტროლი საზღვარზე რათა თავიდან იყოს აცილებული „ახალი საფრთხეების გაჩენა“.

ეს განცხადებები ვლადიმირ პუტინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ის ბელარუსს ეწვია, სადაც მან შეხვედრა გამართა მოკავშირე ქვეყნის პრეზიდენტთან. ბელარუსმა რუსეთს საშუალება მისცა თავს დასხმოდა უკრაინას ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. მოგვიანებით, მან ვიდეო "ტელეგრამის" არხზე გაავრცელა.

ზელენსკი მოულოდნელად ჩავიდა ბახმუტში და უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა. ქალაქ ბახმუტის აღებას რუსეთი ბოლო კვირების განმავლობაში ცდილობს, იყენებს საზენიტო იარაღს და რაკეტებს. თუმცა, უკრაინელი სამხედროები ამ დრომდე ინარჩუნებენ პოზიციებს და ქალაქს აკონტროლებენ.

„უკრაინა ამაყობს თქვენით, მე ვამაყობ თქვენით! მადლობა მამაცობისთვის, გამძლეობისა და სიმტკიცისთვის, რომელიც გამოიჩინეთ მტრის თავდასხმების მოგერიებისას,“- ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, მიაწოდოს უკრაინას საჰაერო თავდაცვითი იარაღი, რათა უკრაინელებმა შეძლონ და დაიცვან ცა რუსული იერიშებისგან.

რუსეთი ბოლო თვეების განმავლობაში თავს ესხმის უკრაინულ ენერგოობიექტებს, რის გამოც მილიონობით ადამიანი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG