ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომის საწინააღმდეგო განცხადებისთვის, რუსეთის სასამართლომ აქტივისტს ფსიქიატრიული შემოწმება დაუნიშნა


ფოტო FRE/RL

რუსეთის სასამართლომ დაკავებული აქტივისტისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა.

აქტივისტ რაისა ბოლდოვას ადვოკატის, აიდარ ხაზიროვის აზრით, ბაშკორტოსტანის სასამართლოს მიერ დანიშნული სამედიცინო შემოწმება მისი კლიენტის უფლებებს ლახავს.

პოლიციამ აქტივისტის საქმის გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა. საქმე სოციალურ მედიაში რუსეთის თავდასხმასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებებს ეხება. მას "სამხედრო ოპერაციასთან" დაკავშირებით ყალბი ცნობების გავრცელებაში ედება ბრალი, ეს კი რუსეთის დუმაში ომის დაწყებიდან მალევე დამტკიცებული კანონმდებლობით ისჯება.

ადვოკატის განმარტებით, ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მოულოდნელად თავად მოსამართლე გამოვიდა. ამ შემოწმების საბაბი კი ბოლდოვას მიერ საკუთარ სასამართლო პროცესზე 25 იანვარს გაკეთებული განცხადებები გახდა. მაა შემდეგ, რაც დაცვის მხარემ მორიგი შუამდგომლობა დააყენა, ეჭვმიტანილმა აქტივისტმა თქვა, რომ არ ესმის რა ხდება, და თავად ისს ფაქტი, რომ მას ბრალი აქვს წაყენებული მის მიმართ, ძალადობად მიაჩნია. ადვოკატის თქმით, სწორედ ეს სიტყვები მიიჩნია მოსამართლემ ფსიქიატრიული შემოწმების დანიშვნის საფუძვლად.

რუსეთის ხელისუფლება დისიდენტებისა და პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ ფსიქიატრიული შემოწმების პრაქტიკას ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ხშირად იყენებს.

XS
SM
MD
LG