ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰარვი ვაინსტინი გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს


ჰოლივუდის ყოფილი პრდიუსერი ჰარვი ვაინსტინი, გაუპატიურებასა და ორ სხვა სექსუალური ძალადობის ეპიზოდში დამნაშავედ ცნეს. სასამართლო ამჯერად ლოს-ანჯელესში ჩატარდა. ჰარვი ვაინსტინი, ერთ დროს ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერი იყო, რომელსაც კინოინდუსტრიაში მომუშავე ქალებმა სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი და ასე დაიწყო მსოფლიოში უკვე კარგად ნაცნობი #MeToo კამპანია.

ლოს-ანჯელესის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ვაინსტინი გაუპატიურებაში, ასევე ორალური კავშირის იძულებასა და უცხო საგნით ქალზე სექსუალური ხასიათის აქტის განხორციელებაში დამნაშავედ ცნეს. თუმცა, გაამართლეს მეორე ქალის მიერ წაყენებულ ბრალდებებში.

ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ გამოიტანეს ვერდიქტი ვაინსტინის წინააღმდეგ წარდგენილ ერთ-ერთ ბრალდებაში, სადაც მას გაუპატიურებაში ჯენიფერ სიბელ ნიუსონი, კალიფორნიის შტატის გუბერნატორის, გევინ ნიუსონის ცოლი სდებდა ბრალს. ასევე ვერ შეძლეს ვერდიქტის გამოტანა კიდევ ერთი, მსგავსი ხასიათის ბრალდებაზე, რომელსაც საზოგადოებისთვის, ამ ეტაპზე, უცნობი ქალი უყენებს პროდიუსერს.

70 წლის ვაინსტინი 23-წლიან სასჯელს უკვე იხდის. ის სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ნიუ-იორკის სასამართლომ ცნო.

XS
SM
MD
LG