ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰარვი ვაინშტაინის კომპანია გაკოტრებას გამოაცხადებს


ჰარვი ვაინშტაინი

ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის მიერ დაარსებული კომპანია თავს გაკოტრებულად აცხადებს.

„ვაინშტაინის კომპანიის“ დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლებმა კვირას თქვეს, რომ გაყიდვის თაობაზე წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, გადაწყვიტეს კომპანია ბანკროტად გამოაცხადონ.

მას შემდეგ, რაც 70-ზე მეტმა ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა, კომპანიის წარმომადგენლები დაფინანსების წყაროებს ეძებდნენ იმისთვვის, რომ ის გაკოტრებისგან გადაერჩინათ. თუმცა ეს ძალისხმევა უშედეგოდ დამთავრდა. ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პროდიუსერს და კოპმანიის ყოფილ დირექტორს გაუპატიურებაშიც ედება ბრალი. ვაინშტაინი ძალადობის ბრალდებას უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG