ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-უკრაინის ომში მე-20 ქართველი მებრძოლი დაიღუპა


გელა გოგია

უკრაინაში, აღმოსავლეთის ფრონტზე, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გელა გოგია დაიღუპა. ქართველი ქალაქ კრამატორსკთან მდებარე ფრონტის ხაზთან დაეცა, რომელიც 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ქალაქ დონეცკის ოკუპაციის შემდეგ, უკრაინას, დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრად აქვს გამოცხადებული.

კრამატორსკს ოკუპანტები ბოლო დღეებში უმოწყალოდ ბომბავენ, გოგია 25 აგვისტოს სწორედ რუსების საარტალიერიო იერიშს ემსხვერპლა. იგი უკრაინის არმიის 25-ე ბრიგადაში იბრძოდა. 54 წლის სენაკელი გელა გოგია აფხაზეთის ვეტერანი იყო, ბოლო 25 წელი უკრაინაში ცხოვრობდა.

გოგია დაჯილდოვებული იყო უკრაინის მედლით "ანტიტერორისტულ ოპერაციაში" მონაწილეობისთვის
გოგია დაჯილდოვებული იყო უკრაინის მედლით "ანტიტერორისტულ ოპერაციაში" მონაწილეობისთვის

2014 წლიდან მონაწილეობდა უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციაში, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში. 2016 წელს, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის პოროშენკოს ბრძანებით მიღებული აქვს უკრაინის სახელმწიფოს მედალი.

მისი ბრიგადა კრამატორსკი-ბახმუტთან პოზიციებს იცავდა. ბოლოს სამი დღის უკან მესაუბრა, ფრონტის ხაზიდან გამოვიდა და მალევე უკან დაბრუნდა. მითხრა რო ბახმუტის მიმართულებით მიდიოდა, ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო
სოსო გოგია, გელა გოგიას შვილი

2022 წლის თებერვლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც პუტინის ბრძანებით, რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა და სისხლისმღვრელი ომი გააჩაღა, გოგია მაშინვე უკრაინის დამცველებს შეუერთდა, დაიჭრა, თუმცა მალევე ფრონტზე დაბრუნდა.

„დიდი ხანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა, იყო ინსტრუქტორიც, მისი ბრიგადა კრამატორსკი-ბახმუტთან პოზიციებს იცავდა. ბოლოს სამი დღის უკან მესაუბრა, ფრონტის ხაზიდან გამოვიდა და მალევე უკან დაბრუნდა.

მითხრა რო ბახმუტის მიმართულებით მიდიოდა, ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო. ძალიან უყვარდა, როგორც საქართველო, ისე უკრაინა, ორივე ქვეყნის პატრიოტი იყო“ - ამბობს გელა გოგიას შვილი სოსო გოგია.

54 წლის გელა გოგია კრამატოსკთან დაიღუპა
54 წლის გელა გოგია კრამატოსკთან დაიღუპა

ოკუპანტებთან ბრძოლაში 25 აგვისტოს, კიდევ ოთხი ქართველი მებრძოლი დაიჭრა, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა ბატალიონში ირიცხებოდნენ.

ბოლო ინფორმაციით, მათ დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში და ახლა, ქართველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ შეტაკების დროს, დაიღუპა ქართველების თანამებრძოლი, აზერბაიჯანელი მოხალისე საიდ ვასიფ ოღლუ ჰუსეინოვი.

დაჭრილი ქართველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათი მდგომარეობა სტაბილურია და ყველანაირი მკურნალობა უტარდებათ, მალე დადგებიან ფეხზე
მიხეილ ბატურინი

„დაჭრილი ქართველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათი მდგომარეობა სტაბილურია და ყველანაირი მკურნალობა უტარდებათ, მალე დადგებიან ფეხზე“ - ამბობს უკრაინაში მებრძოლი მიხეილ ბატურინი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი.

გელა გოგია მე-20 ქართველია, რომელიც უკრაინის დროშის ქვეშ, რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს დაეცა. 2014 წლიდან, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი (ან ქართული წარმოშობის უკრაინელი) მებრძოლების რიცხმა კი 31-ს მიაღწია.

გელა გოგიას ცხედარი კრამატორსკიდან უკვე გადაასვენეს ქალაქ დნეპრში, სადაც 25 წელია ცხოვრობდა. დნეპრის ფერისცვალების ტაძარში მას ოჯახის წევრები და თანამებრძოლები გამოეთხოვნენ.

ცხედარს დნეპრიდან უკრაინის დედაქალაქში გადაასვენებენ, აქაც წმინდა ვოლოდიმირის საკათედრო ტაძარში პაანშვიდი გაიმართება, რის შემდეგაც ქართველი მებრძოლის ცხედარს პოლონეთის გავლით, სამშობლოში გადმოასვენებენ. გელა გოგიას მშობლიურ სენაკში დარკრძალავენ.

ქართველ მებრძოლს უკრაინაში გამოეთხოვნენ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:45 0:00

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლები (2014-2022)

გელა გოგია 25.08.2022

ბერდია ჯოხაძე 12.08.2020

კახა გოგოლი 10.07.2020

ალუდა ზვიადაური 16.06.2022

კირილე შანავა 04.06.2022

დანიელ გერლიანი 03.06.2022

გიორგი გრიგოლია 03.06.2022

რატი შურღაია 14.05.2022

ტატო ბიგვავა 12.05.2022

ვიტალი ორბელაძე 23.04.2022

ზაზა ბიწაძე 16.04.2022

არკადი კასრაძე 16.04.2022

ალიკა ცაავა 16.04.2022

დავით მენაბდიშვილი 09.04.2022

ნიკა შანავა 09.04.2022

დავით გობეჯიშვილი 27.03.2022

ბახვა ჩიქობავა 19.03.2022

უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისე კახა გოგოლი
უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისე კახა გოგოლი

გია ბერიაშვილი 17.03.2022

დავით რატიანი 17.03.2022

ოლეგ გეგეჭკორი 08.03.20220:0

დავით შარტავა 18.04.2021

გიორგი სარალიძე 31.10.2017

დავით სიხარულიძე 11.05.2017

დავით გამსახურდია 08.10.2016

ირაკლი ქუთელია 09.12.2015

რეზო წიკლაური 29.04.2016

გიორგი ბარათელი 08.08.2015

კოსტანტინე ლაშხია 01.07.2015

გიორგი ჯანელიძე 18.04.2015

თამაზ სუხიაშვილი 17.01.2015

ალექსანდრე გრიგოლაშვილი 18.12.2014

პირველი ქართველი მოხალისე, რომელიც უკრაინაში დაეცა ალექსანდრე გრიგოლაშვილი იყო
პირველი ქართველი მოხალისე, რომელიც უკრაინაში დაეცა ალექსანდრე გრიგოლაშვილი იყო

XS
SM
MD
LG