ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ ამერიკული ჰაიმარსებით რუსული იარაღის 50 საწყობი გაანადგურა


კიევი აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისგან გასულ თვეში მიღებული სარაკეტო სისტემა ჰაიმარსებით, რუსეთის საბრძოლო მასალის 50 საწყობი გაანადგურა.

მაღალი მობლობის საარტილერიო რაკეტების ეფექტიანობის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს ისაუბრა.

„ეს არღვევს მათ [რუსეთის] ლოჯისტიკურ ჯაჭვებს და ართმევს მათ შესაძლებლობას აწარმოონ აქტიური ბრძოლა და მძიმედ დაბომბონ ჩვენი შეიარაღებული ძალები“ - თქვა ოლექსეი რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადების შესახებ მოსკოვს საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

რეზნიკოვი ასევე აცხადებს, რომ უკრაინის საარტილერიო ძალებმა რამდენიმე ხიდზე „ზუსტი“ დარტყმები განახორციელა. მინისტრს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა როგორც ჩანს, გულისხმობდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში მდებარე სამ ხიდს. გასულ კვირას, ადგილობრივი საოკუპაციო ძალები აცხადებდა, რომ რეგიონზე იერიში ჰაიმარსებით მიიტანეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ასვე აცხადებს, რომ ქვეყანამ უკვე მიიღო სამი საზენიტო ჯავშანმანქანა „გეპარდი”. ამასთან, მომდევნო პერიოდში, უკრაინა კიდევ რამდენიმე ათეული „ლეოპარდის” ტიპის ტანკის მიღებას ელოდება.

მოსკოვი აცხადებს, რომ მისმა ძალებმა ჰაიმარსის რამდენიმე სისტემა გაანადგურა. ბოლო ასეთი განცხადებისას, რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნებოდა, რომ უკრაინის დასავლეთში, ხმელინცკის რეგიონში, ჰაიმარსებისთვის განკუთვნილი საცავი გაანადგურა. თუმცა, კიევი ამას არ ადასტურებს.

XS
SM
MD
LG