ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი ელჩის კრიტიკაზე


ნედ პრაისი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 20 ივლისს, ყოველდღიური ბრიფინგი საქართველოზე საუბრით დაიწყო. პრაისი გამოეხმაურა, ქვეყანაში ამერიკის ელჩის კრიტიკას და განაცხადა, რომ ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს. პრაისმა ისაუბრა ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ წაყენებულ მოთხოვნებზე. პრაისმა აღნიშნა, რომ რიტორიკა, რომელიც ხელისუფლების "ზოგიერთი" წარმომადგენელის მხრიდან ისმის, "მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან გადახვევას".

ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა თითქოს მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან გადახვევას.
ნედ პრაისი

"როგორც იცით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გაუფართოვა ევროპული პერსპექტივა და მისცა საგზაო რუკა რეფორმებისა, რომლებიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სრული სტატუსი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეები დიდი უმრავლესობით უჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, ცხადია, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა თითქოს მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან გადახვევას. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი თბილისში მოწოდებულნი არიან, რომ იმუშაონ საქართველოს მოქალაქეებთან და მხარი დაუჭირონ მათ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რაც პარტნიორებს აქვთ“, - თქვა პრაისმა.

მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული რეფორმების და უსაფრთხოების კუთხით.

„ჩვენ განვაგრძობთ საერთო მიზნების მხარდაჭერას. 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, რაც უცვლელი რჩება. დღეს, აშშ მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში დაასრულოს რაც შეიძლება მალე, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო მომავალი მთელი რეგიონისთვის. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვაგრძელებთ მშვიდობიანი მცდელობების მხარდაჭერას, რათა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, რადიო თავისუფლების თარგმნის მიხედვით.

ჰარცელი: კომპრომისის საპოვნელად საჭიროა ყველას გამბედაობა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:19:24 0:00

პრაისის განცხადებას გამოეხმაურა, თავად ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მედიასთან საუბრისას და აღნიშნა, რომ ეს ადასტურებს, რომ ვაშინგტონი კარგადაა ინფორმირებული საქართველოს შესახებ.

როგორც ნედ პრაისისგან მოვისმინეთ ვაშინგტონი კარგადაა ინფორმირებული იმის შესახებ თუ რა ხდება საქართველოში და დიდი ინტერესით ადევნებს თვალს აქ პროცესების განვითარებას.
კელი დეგნანი

„როგორც ნედ პრაისისგან მოვისმინეთ ვაშინგტონი კარგადაა ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და დიდი ინტერესით ადევნებს თვალს აქ პროცესების განვითარებას, იმიტომ რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ ძალიან ვზრუნავთ ამ ქვეყნის წარმატებაზე, ამიტომ ვეხმარებით საქართველოს ასე ძლიერ ამდენი წლის განმავლობაში“,- თქვა დეგნანმა. მან დაამატა, რომ პარტნიორებს ურთიერთპატივისცემა მართებთ და ხაზი გაუსვა, რომ ის ამერიკელ ხალხს და პრეზიდენტს წარმოადგენს.

„მან თქვა, რომ ეს არ არის ის, თუ როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან პარტნიორები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე დიპლომატი ვარ, მე აშშ-ის ხალხს წარმოვადგენ, როგორც ელჩი პესრონალურად არ ვიღებ იმას, რაც აქ ხდება, მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის პრეზიდენტს. ის, რაც ბატონმა პრაისმა თქვა, ეს სიმართლეა. ჩვენ ურთიერთპატივისცემა გვმართებს, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე როგორც პარტნიორებმა, რომლებიც ვართ კიდეც. ვფიქრობ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

მე დიპლომატი ვარ, მე აშშ-ის ხალხს წარმოვადგენ, როგორც ელჩი პესრონალურად არ ვიღებ იმას რაც აქ ხდება, მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის პრეზიდენტს.
დეგნანი

უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრების მხრიდან, აქტიური კრიტიკა ისმის, ამერიკის ელჩის მისამართით. მათ შორით იმ მიზეზითაც, რომ ის საქართველოს შიდა საქმეებში ერევა. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ასევეა აქტიურად ისმის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის კრიტიკაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG