ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის სარაკეტო იერიში მარიუპოლზე და ევროკავშირის შესაძლო ემბარგო


რუსულმა ძალებმა, მარიუპოლში მდებარე "აზოვსტალის" მეტალურგიულ ქარხანას რაკეტები დაუშინა. ოფიციალური პირების განცხადებით, გუშინ განხორციელებული ევაკუაციის მიუხედავად, ადგილზე კვლავ რჩებოდა 200 მშვიდობიანი მოქალაქე.

რუსულ სარაკეტო თავდასხმას წინ უსწრებდა გაეროს მოლაპარაკებებით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა, რომლის დროსაც, ქალაქიდან სამოქალაქო პირების რამდენიმე ჯგუფის ევაკუაცია გახორციელდა.

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო იმედვნებს, რომ ევაკუირებული მოქალაქეების პირველი კოლონა, კიევის მიერ კონტროლირებულ ზაპორიჟიას დღეს მიაღწევს. მისივე თქმით, ფოლადის ქარხნის ბუნკერებსა და გვირაბებში ჯერ კიდევ არის მომწყვდეული მშვიდობიანი მოქალაქეები. ქალაქში კი ამ დრომდე რჩება 100 000-მდე მოქალაქე.

„დილით გაიღვიძებ და ტირი. ტირი საღამოს. არ ვიცი სად უნდა წავიდე“ - ამბობს სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას მარიუპოლის მკვიდრი, ტატიანა ბუშლანოვა.

მარიუპოლს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისი საშუალებით, სამხრეთსა და აღმოსავლეთში, რუსეთის მიერ ანექსირებულ და კონტროლირებულ ტერტიტორიებზე, ხმელეთით დაკავშირებაა შესაძლებელი.

ევროკავშირის მოსალოდნელი ემბარგო რუსულ ნავთობს

დღესვე, რუსული საწვავის შეძენაზე, ევროკომისიამ შესაძლოა აკრძალვა საბოლოოდ დააწესოს. ამ მხრივ, რადიკალური ცვლილებაა გერმანიის პოზიციაში. ბერლინი აცხადებს, რომ შესაძლოა მხარი დაუჭიროს რუსულ ნავთობზე დაუყოვნებელი ემბარგოს დაწესებას - სწორედ ეს არის საკითხი, რომელზეც ევროპის კავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში იმსჯელებენ.

კიევი აცხადებს, რომ ევროპაში რუსული გაზის იმპორტი, კრემლის მიერ წრმოებულ ომს აფინანსებს.

სანქციების „ეს პაკეტი უნდა მოიცავდეს მკაფიო ნაბიჯებს, რომელიც რუსეთს ენერგორესურსებიდან შემოსავლის მიღებას დაუბლოკავს“ – განაცხადა ზელენსკიმ გვიან ღამით გავრცელებულ მიმართვაში.

ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროკავშირმა მოსკოვს საწვავში 47 მილიარდ ევროზე მეტი გადაუხადა.

დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:53 0:00

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა კიევის აღება ვერ შეძლო და ძალისხმევა აღმოსავლეთსა და სამხრეთზე მიმართა, დასავლეთმა უკრაინისთვის კიდევ უფრო მძიმე შეიარაღების მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო.

შეერთებული შტატების კონგრესი, უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს განიხილავს. დიდმა ბრიტანეთმა კი მიმდინარე კვირაში კიევისთვის, დამატებით, 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიიღო.

24 თებერვლიდან, მას სშემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ათასობით ადამიანი დაიღუპა. ხუთ მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებია.

რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომს ამ დრომდე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. მის მიზნად კი უკრაინის „დემილიტარიზაცია - დენაციფიკაცია“ გამოაცხადა.

კიევი და დასავლეთი აცხადებენ, რომ რუსეთის ბრალდებები უსაფუძვლოა, მის მიერ წარმოებული სასტიკი ომი კი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG