ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი მოლაპარაკებებში რუსეთის პოზიციებს სკეპტიკურად უყურებს


U.S. Secretary of State Blinken visits Rabat

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მშვიდობის მიღწევაში, რუსეთის მხრიდან „რეალური სერიოზულობის ნიშანს“ ვერ ხედავს. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა დღეს განაცხადა და თქვა, რომ მოსკოვმა აგრესია დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს და თავისი ძალები უკან დახიოს.

„ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა, თავად დაახასიაათონ, არის თუ არა რაიმე ჭეშმარიტი პროგრესი და არის თუ არა, რუსეთის მნიშვნელოვანი ჩართულობა“ - განაცხადა სახელმწფო მდივანმა მაროკოში პრესის წარმომდაგენლებთან საუბრისას. "მე არ მინახავს არაფერი, რაც მიუთითებს, რომ ეს [მოლაპარაკებები] წინ ეფექტურად მიდის", - თქვა მან.

”რაც შემიძლია ვთქვა არის ეს: არის ის, რასაც რუსეთი ამბობს და არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ ორიენტირებული ვართ ამ უკანასკნელზე. და რასაც რუსეთი აკეთებს არის უკრაინისა და მისი ხალხის მუდმივი ბრუტალიზაცია. და ეს გრძელდება მაშინ როცა ჩვენ ვსაუბრობთ“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

“ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, სახელმწიფო მდივანმა ასევე თქვა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს, შესაძლოა, სამხედრო ძალაბის გადაჯგუფებისთვის იყენებდეს.

ბლინკენის ამ განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთ-უკრაინას შორის, სტამბოლში დღეს გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებები.

თურქეთში გამართული მოლაპარაკებების დროს, უკრაინულმა მხარემ თქვა, რომ ქვეყანა უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ მზად არის, არ გაწევრიანდეს სამხედრო ალიანსებში და არ განათავსოს უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარი.

უკრაინის მიერ წარდგენილი წინადადება, კიევის განცხადებით, დეტალური და კონკრეტულია. კიევი ითხოვს ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსს გარანტიებს, ნატოს ცალკეული პარტნიორებისგან, რომელიც ამოქმედდბა მაშინ თუ შეთანხმება დაირღვევა და რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას განაახლებს. პოტენციური უსაფრთხოების გარანტორები უკრაინის აზრით შეიძლება იყვნენ პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი და კანადა.

ნატოს მეხუთე მუხლი გულისხმობს, რომ ალიანსის ერთი წევრ ქვეყანაზე თავდასხმა, ყველა ქვეყანაზე თავდასხმას ნიშნავს.

„თუ ჩვენ მოვახერხებთ ამ ძირითადი დებულების კონსოლიდაციას რაც ჩვენთვის ყველაზე ფუნდამენტალურია, მაშინ უკრაინა შეძლებს რეალურად დააფიქსიროს თავისი სტატუსი, როგორც არაბლოკური და არაბირთვული სახელმწიფო მუდმივი ნეიტრალიტეტის სახით. ჩვენ არ ვუმასპინძლებთ უცხოურ სამხედრო ბაზებს ჩვენს ტერიტორიაზე, ასევე არ განვათავსებთ სამხედრო კონტიგენტს ჩვენს ტერიტორიაზე და არ შევალთ სამხედო-პოლიტიკურ ალიანსებში“- განაცხადა მოლაპარაკებელმა ალექსანდრე ჩელიმ.

მოლაპარაკებების დროს უკრაინა გამოვიდა კიდევ ერთი ინიციატივით რომელიც მომდევნო 15 წლის განმავლობაში ყირიმის საკითხი სამხედრო გზით არ გადაიჭრას და სპეციალურ სტატუსზე ყირიმისა და სევასტოპოლისთვის მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის ფედერაცის დელეგაციის მეთაურმა ვლადიმირ მედინსკიმ თქვა, რომ მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. მისი თქმით, უკრაინის შემოთავაზებებს ვლადიმირ პუტინი განიხილავს.

უკრაინული მხარე კვლავ მოითხოვს შეხვედრა გაიმართოს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, თუმცა კრემლის პასუხი ამ დროისთვის უცნობია. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით მოსკოვი პრეზიდენტებს შორის შეხვედრის საკითხზე ფიქრობს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG